კოტოკუ დენძირო
კოტოკუ დენძირი (ლიტერატურული ფსევდონიმი - სიუსუი) (დ. 23 სექტემბერი, 1871, ნაკამურა, ჰატის მაზრა, პრეფექტურა კოტი — გ. 24 იანვარი, 1911) — იაპონიის სოციალისტური მოძრაობის მოღვაწე, პუბლიცისტი. 1901 ს. კატაიმასთან ერთად მონაწილეობდა იაპონიაში პირველი სოციალ-დემოკრატიული პარტიის (სიაკაი მინსიუტო) შექმნაში. ერთ-ერთმა პირველმა თარგმნა იაპონურ ენაზე კ. მარქსისა და ფ. ენგელსის თხზულებები. დაწერა წიგნი "სოცისლიზმის არსი" (1903), რომელშიც შეეცადა თანამიმდევრულასდ გადმოეცა მარქსისტული მოძღვრება. 1905-1906 ემიგრაციაში იყო აშშ-ში, სადაც განიციდა "მსოფლიოს ინდუსტრიულ მუშათა" ორგანიზაციის ანარქისტ-სინდიკალისტ მოღვაწეთა გავლენა. იაპონიაში დაბრუნების შემდეგ კოტოკუ გამოდიოდა რეფორმიზის წინააღმდეგ იაპონიის სოციალისტურ მოძრაობაში, მაგრამ დაუშვა ანარქისტ-სინდიკალისტური შეცდომები. კოტოკუს ცილი დასწამეს იმპერატორის წინააღმდეგ შეთქმულების მომზადებაში, დააპატიმრეს და სიკვდილით დასაჯეს.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 701.