კოტელნი
(გადამისამართდა გვერდიდან კოტელნის კუნძული)
კოტელნი[1] (რუს. Котельный, იაკუტ. Олгуйдаах арыы) — ახალი ციმბირის კუნძულების არქიპელაგის ყველაზე დიდი და მაღალი კუნძული (რუსეთის ტერიტორია, იაკუტია). შედის ანჟუს კუნძულების ჯგუფში. ფართობი 23,2 ათასი კმ².[2] ნაპირები დასერილია დიდი ყურეებითა და უბეებით; ბევრი კონცხია. ჭარბობს მთაგორიანი რელიეფი. სიმაღლე 361 მეტრამდე (მთა მალაკატინ-ტასი). ზღვის თავთხელების დაშრობის შედეგად კოტელნის შეუერთდა ორი ყოფილი კუნძული — ბუნგეს მიწა და ფადეევის; წარმოიქმნა ხმელეთის ერთობლივი მასივი. დამახასიათებელია არქტიკული უდაბნოს ლანდშაფტები მეჩხერი ბალახოვან-ბუჩქოვანი საფარით, ქვაყრილებითა და პოლიგონური ყინვაბზარული ნაპრალებით. სხვადასხვა ადგილას ზედაპირზეა გამოსული ნამარხი ყინულები. 1933 წლიდან არსებობს პოლარული სადგური.[3]
მშობ. სახელი: Котельный | |
---|---|
კოტელნი ახალი ციმბირის კუნძულების რუკაზე | |
გეოგრაფია | |
მდებარეობა | ლაპტევების ზღვა, აღმოსავლეთ ციმბირის ზღვა |
კოორდინატები | 75°27′31″ ჩ. გ. 140°50′35″ ა. გ. / 75.45861° ჩ. გ. 140.84306° ა. გ. |
ფართობი | 23 200 კმ² |
უმაღლესი წერტილი |
361 მ მალაკატინ-ტასი |
ფედ. სუბიექტი | სახა (იაკუტია) |
სქოლიო
რედაქტირება- ↑ საბჭოთა კავშირის გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 1987. — გვ. 109.
- ↑ Генкал, С. И.; Габышев, В. А. (2020). „ДИАТОМОВЫЕ (BACILLARIOPHYTA) ВОДОЕМОВ И ВОДОТОКОВ ОСТРОВА КОТЕЛЬНЫЙ (НОВОСИБИРСКИЕ ОСТРОВА)“. Ботанический журнал (რუსული). 105 (8): 750–761. doi:10.31857/S0006813620080049. ციტირების თარიღი: 19 თებერვალი, 2024. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
-ში (დახმარება) - ↑ Котельный // Большая российская энциклопедия. т. 15. — М., 2010. — стр. 506.