ბუნგეს მიწა
ბუნგეს მიწა[1] (რუს. Земля Бунге) — კუნძულ კოტელნის ნაწილი, ყოფილი კუნძული. მდებარეობს ფადეევის ნახევარკუნძულსა და კოტელნის დანარჩენ ნაწილს შორის. ფართობი დაახლ. 6200 კმ². არის ქვიშიანი, სუსტად დანაწევრებული ვაკე. სიმაღლე 6–8 მეტრი, ცალკეული ბორცვები 45 მეტრამდეა. წააგავს უდაბნოს: ფართოდაა გავრცელებული ეოლური ფორმები, რომლებიც არ არის მცენარეულობით გამაგრებული. სახელი ეწოდება რუსი ზოოლოგის, ალექსანდრე ბუნგეს პატივსაცემად, რომელიც მონაწილეობდა XIX საუკუნის 80-იან წლებში ჩატარებულ გეოგრაფიულ ექსპედიციებში.[2] თავდაპირველად ითვლებოდა კუნძულად; შემდგომში თავთხელების დაშრობის გამო ფადეევის ნახევარკუნძულთან ერთად შეუერთდა კოტელნის.[3]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ საბჭოთა კავშირის გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 1987. — გვ. 41.
- ↑ Бунге земля // Большая советская энциклопедия. — 3-е изд., т. 4 — М., 1971. — стр. 113.
- ↑ Котельный // Большая российская энциклопедия. т. 15. — М., 2010. — стр. 506.