კოსრაეს კუნძულები

კოსრაეს კუნძულები (Kosrae [ko.sʲa.e] კოსიაე, ძველი დასახელება — იუალანი) (ინგლ. Kosrae) — ჯგუფი კაროლინის კუნძულების შემადგენლობაში, რომელიც ეკუთვნის მიკრონეზიის ფედერაციულ შტატებს. ის არის ქვეყნის ოთხი შტატიდან ერთ-ერთი — კოსრაეს შტატი. ადგილობრივი მაცხოვრებლები კუნძულს ასევე ეძახიან «კოშრაის». 2010 წლის აღწერის მიხედვით მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს 6616 ადამიანს[1]. არსებობს აეროპორტი, რომელიც მდებარეობს ლაგუნაში არსებულ ხელოვნურ კუნძულზე.

კოსრაეს კუნძულები
მშობ. სახელი: ინგლ. Kosrae Islands

კუნძულ კოსრაეს რუკა
გეოგრაფია
მდებარეობა წყნარი ოკეანე
კოორდინატები 5°19′ ჩ. გ. 162°59′ ა. გ. / 5.317° ჩ. გ. 162.983° ა. გ. / 5.317; 162.983
მთავარი კუნძული კოსრაე
ფართობი 111,3 კმ²
უმაღლესი წერტილი 628 მ
მიკრონეზიის ფედერაციული შტატების დროშა მიკრონეზიის ფედერაციული შტატები
შტატი კოსრაე
დემოგრაფია
მოსახლეობა 6616 (2010)
სიმჭიდროვე 59,44 ად. /კმ²

გეოგრაფია

რედაქტირება

კუნძულები მდებარეობს 590 კმ-ით ჩრდილოეთით ეკვატორიდან, კუნძულ გუამსა და ჰავაის შტატს შორის. შედგება დიდ კუნძულ კოსრაესაგან (დაახლოებით 110 კმ²) და მის ირგვლივ არსებულ პატარა კუნძულებისგან, რომელთაგან მხოლოდ ერთადერთია დასახლებული — კუნძული ლელუ (Lelu) და იგი კუნძულ კოსრაესთან შეერთებულია ხიდით. საერთო ფართობია — 111,3 კმ². ზღვის დონიდან ყველაზე მაღალი წერტილია — 628 მ.[2]

არქეოლოგიური მონაცემები მოწმობენ იმაზე, რომ კუნძული დასახლებული იყო ჯერ კიდევ 2000 წლის წინ. კუნძულებზე არსებობს რამდენიმე აღსანიშნავი მეგალითური ძეგლი.

კოსრაეს ჯუნგლებში მდებარეობს მენკას (Menka Ruins) ნანგრევები, რომელიც როგორც ადგილობრივი მაცხოვრებლების სიტყვიერი გადმოცემები მეტყველებენ, წარმოადგენს ქალღმერთ სინლაკუს (Sinlaku) რეზიდენციას, რომელმაც ის მიატოვა დაახლოებით 1852 წელს კუნძულებზე ქრისტიან მქადაგებელთა მოსვლამდე.

პატარა კუნძულ ლელუზე (Lelu), რომელიც მდებარეობს უბეში კუნძულ კოსრაეს ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროსთან, არსებობს იმავე დასახელების ქალაქის ძველი ნანგრევები, რომელიც აშენებულია დაახლოებით ჩვენი წელთაღრიცხვის 1250—1500 წელს. ქალაქის აყვავების ხანაში მისი მოსახლეობის რაოდენობა აღწევდა 1500 ადამიანს, ხოლო ფართობი — 27 ჰექტარს. ქალაქ ლელუს ნანგრევები მსგავსია ნან-მადოლის ნანგრევებთან კუნძულ პონპეიზე, მაგრამ თარიღდება უფრო გვიანდელი პერიოდით. თუმცა ეს ძეგლი შენარჩუნდა ნან-მადოლზე უფრო ცუდად. მიუხედავად ამისა ნანგრევებს უკავიათ კუნძულ ლელუს ტერიტორიის დაახლოებით მესამედი. ქალაქი ემსახურებოდა ბელადების, არისტოკრატების და ქურუმების რეზიდენციას. აქ აშენებული იყო ხელოვნური კუნძულები, ქუჩები, არხები, სასახლეები, საკულტო ნაგებობები, ციხე-სიმაგრეების კედლები, დასაძინებლები და სხვა ნაგებობები.

1824 წელს ევროპელ მეზღვაურებთან პირველი კონტაქტის მომენტის დროს კოსრაეს მოსახლეობა დაყოფილი იყო კასტებად, რაც იყო საზოგადოების ტიპური სტრუქტურა, დამახასიათებელი მიკრონეზიის მრავალი კუნძულისთვის იმ ისტორიული პერიოდისთვის. ქალაქ ლელუში დაიშვებოდნენ მხოლოდ უმაღლესი კასტის წარმომადგენლები, ყველა დანარჩენი ცხოვრობდა კოსრაეზე.

ქალაქის დაცემა დაკავშირებულია იმასთან, რომ კუნძულის აღმოჩენის შემდეგ მოსახლეობის დიდი ნაწილი გარდაიცვალა ევროპელების მიერ შემოტანილი ავადმყოფობებისგან. ზოგიერთი მონაცემებით 10 000 ადამიანიდან ცოცხალი გადარჩა მხოლოდ 300 ადამიანამდე.

მიუხედავად იმისა, რომ მენკას და ლელუს ნანგრევები ნაკლებადაა შესწავლილი, დადგენილია, რომ ისინი აშენებულია სხვადასხვა დროს და შესაძლებელია, ეკუთვნიან სხვადასხვა კულტურებს.

კოსრაესთან ერთად, მეგალითური ძეგლები აღმოჩენილია, ან აღწერილია უახლოეს წარსულში, მიკრონეზიის ზოგიერთ სხვა კუნძულებზეც — იაპის კუნძულებზე, კუნძულ პონპეიზე და კუნძულ გუამზე. ნაგებობების საერთო მონახაზები ამბობენ მყარ კვანძებზე, რომლებიც არსებობდნენ ამ კუნძულებს შორის ევროპელების აღმოჩენამდე.

ადმინისტრაციული დაყოფა

რედაქტირება
 
კუნძულ (შტატი) კოსრაეს ადმინისტრაციული დაყოფა

კოსრაეს კუნძულები იყოფა 4 მუნიციპალიტეტათ და ყველაზე აღმოსავლეთით მდებარეა კაროლინის კუნძულებში.

მუნიციპალიტეტი (ქართ.) მუნიციპალიტეტი (ინგლ.) ფართობი,
კმ²
მოსახლეობა,
ად. (2010)
1 ლელუ Lelu 21,5 2160
2 მალემი Malem 16,8 1300
3 უტვე Utwe 28,5 983
4 ტაფუნსაკი Tafunsak 42,8 2173
სულ 109,6 6616
  1. City Population - Statistics & Maps of the Major Cities, Agglomerations & Administrative Divisions for all Countries of the World
  2. Islands of Federated States of Micronesia. Kosrae. UN SYSTEM-WIDE EARTHWATCH Web Site. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-05-02. ციტირების თარიღი: 2010-04-09.