იაპის კუნძულები
იაპის კუნძულები (ინგლ. Yap Islands) — კუნძულები წყნარ ოკეანეში. შედის მიკრონეზიის ფედერაციული შტატების იაპის შტატის შემადგენლობაში.
მშობ. სახელი: ინგლ. Yap Islands | |
---|---|
იაპის კუნძულების რუკა | |
გეოგრაფია | |
მდებარეობა | წყნარი ოკეანე |
კოორდინატები | 9°32′ ჩ. გ. 138°07′ ა. გ. / 9.533° ჩ. გ. 138.117° ა. გ. |
კუნძულთა რაოდენობა | 14 |
მთავარი კუნძული | იაპი |
ფართობი | 105,4 კმ² |
უმაღლესი წერტილი | 173 მ |
მიკრონეზიის ფედერაციული შტატები | |
შტატი | იაპი |
დემოგრაფია | |
მოსახლეობა | 7391 (2000) |
სიმჭიდროვე | 70,123 ად. /კმ² |
გეოგრაფია
რედაქტირებაიაპის კუნძულების ფართობი შეადგენს 105,4 კმ²-ს[1].
იაპის კუნძულები
რედაქტირებადიდი კუნძულები:
- იაპი (Yap) — 56,15 კმ²,
- გაგილ-ტომილი (Gagil-Tomil) — 28,82 კმ²,
- მააპი (Maap) — 10,64 კმ²,
- რუმუნგი (Rumung) — 4,30 კმ².
პატარა კუნძულები:
- ბილეეგილი (Bileegiliy),
- ბიი (Biy),
- დალმეეტი (Dilmeet),
- ფანგაამატი (Fangaamat),
- გარიმი (Garim),
- მიტეატოუ (Mitheathow),
- პააკეალი (Paakeal),
- ქაელიკი (Qaelik),
- რუუნგუჩი (Ruunguch),
- ტარაანგი (Taraang).
ისტორია
რედაქტირებაცნობილია, რომ ოდესღაც იაპის კუნძულები იყო დიდი იაპის იმპერიის ცენტრი. იმპერიაში შედიოდა კაროლინის კუნძულების საკმაოდ დიდი ტერიტორია (სიგრძით 1100 კმ), სადაც თითოეულ კუნძულს ჰქონდა თავისი ადგილი იერარქიაში. იერარქიაში დაბალ საფეხურზე მდგომები წელიწადში ორჯერ ურიგებდნენ საჩუქრებს მაღალ საფეხურზე მდგომებს. მთელი ძღვენი რჩებოდა იაპის კუნძულების ბელადებს.
XVII საუკუნიდან იაპის კუნძულები ჯერ იყო ესპანეთის, შემდეგ გერმანიის და ბოლოს იაპონიის კოლონია. 1947—1986 წლებში კუნძულები იმყოფებოდა აშშ-ის მეურვეობის ქვეშ.
მოსახლეობა
რედაქტირება2000 წლის მონაცემებით იაპის კუნძულების მოსახლეობა შეადგენს 7391 ადამიანს[2].
ეკონომიკა
რედაქტირებაკუნძულებზე სავაჭრო-ფულად ურთიერთობაში ამერიკულ დოლართან თანაბრად გამოიყენება უზარმაზარი რაის ქვები (ქვის მონეტები შუაში მრგვალი ხვრელით). ყველაზე დიდ მონეტას აქვს 3 მეტრიანი დიამეტრი, სისქე — 0,5 მეტრი და იწონის 4 ტონას.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Islands of Federated States of Micronesia. Yap. UN SYSTEM-WIDE EARTHWATCH Web Site. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-05-02. ციტირების თარიღი: 2010-04-09.
- ↑ 2000 Yap Detailed Tables. General Tables. — C. 1. FSM Division of Statistics. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-04-22. ციტირების თარიღი: 2010-04-09.