კოსოვოსა და მეტოხიის ავტონომიური მხარე

(გადამისამართდა გვერდიდან კოსოვო და მეტოხია)

კოსოვო და მეტოხია (სერბ. Косово и Метохија), ოფიციალურად კოსოვოსა და მეტოხიის ავტონომიური მხარე (სერბ. Аутономна Покрајина Косово и Метохија), შემოკლებით კოსოვო (სერბ. Косово) ან კოსმეტი (კოსოვო და მეტოხია) — ავტონომიური მხარე სერბეთში. ფართობი 10,9 ათ. კმ². მოსახლეობა 1 883 018 კაცი (2016). ადმინისტრაციული ცენტრი ქალაქი პრიშტინა.

ადმინისტრაციული ერთეული
კოსოვოსა და მეტოხიის ავტონომიური მხარე
სერბ. Аутономна Покрајина Косово и Метохија / Autonomna Pokrajina Kosovo i Metohija
ალბ. Krahina Autonome e Kosovës dhe Metohisë
ქვეყანა სერბეთის დროშა სერბეთი
ადმ. ცენტრი პრიშტინა
შიდა დაყოფა კოსოვოს რაიონი, პეჩის რაიონი, პრიზრენის რაიონი, კოსოვო-მიტროვიცის რაიონი და კოსოვო-პომორავის რაიონი
კოორდინატები 42°40′00″ ჩ. გ. 21°10′00″ ა. გ. / 42.66667° ჩ. გ. 21.16667° ა. გ. / 42.66667; 21.16667
დაარსდა 28 სექტემბერი, 1990
ფართობი 10939 კვადრატული კილომეტრი
ოფიციალური ენა სერბული ენა და ალბანური ენა
მოსახლეობა 1 808 195 (2018)
სასაათო სარტყელი UTC+1 და UTC+2
კოსოვოსა და მეტოხიის ავტონომიური მხარე — სერბეთი
კოსოვოსა და მეტოხიის ავტონომიური მხარე

გეოგრაფია

რედაქტირება

ტერიტორიის უდიდესი ნაწილი უჭირავს კოსოვო-პოლესა და მეტოხიის ქვაბულებს, სადაც მიედინება მდინარეები თეთრი დრინი და იბარი. ჰავა ზომიერი კონტინენტურია. იანვრის საშუალო ტემპერატურა დაახლოებით 0°C-ია, ივლისისა 20°C. ნალექები 600–700 მმ წელიწადში. მთის კალთებზე ფართოფოთლოვანი ტყეებია.

VIII–XII საუკუნეებში კოსოვოსა და მეტოხიის ტერიტორია რაშკის, ხოლო შემდეგ სერბეთის სახელმწიფოს ცენტრალური ნაწილი იყო. XV საუკუნეში სერბეთის სხვა მიწებთან ერთად ოსმალთა იმპერიის შემადგენლობაში შევიდა. XVI–XVIII საუკუნეებში კოსოვოსა და მეტოხიის ტერიტორიაზე ხშირი იყო ანტიოსმალური აჯანყებები, სერბი მოსახლეობა მასობრივად მიდიოდა ემიგრაციაში. 1913 წელს ეს ტერიტორია სერბეთმა და ჩერნოგორიამ. 1918 წელს შევიდა სერბების, ხორვატებისა და სლოვენიელების სამეფოს (1929 წლიდან იუგოსლავია) შემადგენლობაში. 1941 წლიდან ოკუპირებული იყო გერმანელი ფაშისტების მიერ, 1944 წლის ბოლოს გაათავისუფლეს იუგოსლავიის სახალხო-განმათავისუფლებელმა არმიამ და ალბანეთის სახალხო-განმათავისუფლებელი არმიის ნაწილებმა. 1945–1963 წლებში კოსოვოსა და მეტოხიის ავტონომიური ოლქი ერქვა, 1963–1969 წლებში — ავტონომიური მხარე, 1969–1990 წლებში — კოსოვოს სოციალისტური ავტონომიური მხარე.

იურიდიულად, 1992–2003 წლებში შედიოდა იუგოსლავიის მოკავშირე რესპუბლიკის, ხოლო 2003–2006 წლებში სერბეთისა და ჩერნოგორიის შემადგენლობაში. კოსოვოს ომის დასრულებისა და ნატოს მიერ იუგოსლავიის ინტერვენციის შემდეგ, ფაქტობრივად, კოსოვოსა და მეტოხიის დიდი ნაწილი კონტროლირდება ნაწილობრივ აღიარებული კოსოვოს რესპუბლიკის მიერ,[1][2] რომელმაც დამოუკიდებლობა 2008 წელს გამოაცხადა.[3][4]

ლიტერატურა

რედაქტირება
  1. NATO – Topic: NATO's role in Kosovo. Nato.int (31 August 2012).
  2. Steven Beardsley. Kosovo aims to form military force and join NATO – News. Stripes.
  3. Kosovo’s declaration of independence did not violate international law – UN court. UN News Centre (22 July 2010). ციტირების თარიღი: 22 July 2010.
  4. ICJ,International Court of Justice:Declaration of independence of Kosovo from Serbia is not a violation of international law. Bbc newsamerica.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 7 ივლისი 2011. ციტირების თარიღი: 2 January 2011.