კოსოვოს ეკონომიკა
კოსოვო — სერბეთის უღარიბესი რაიონი. კოსოვოს და მეტოქიის ეკონომიკური ავტონომია, უწინდებურად, სხვადასხვა ქვეყნებისა და ალბანური დიასპორების ფულად გზავნილებზეა დამოკიდებული. შემოსავალი ერთ სულ მოსახლეზე მსყიდველობითი უნარის პარიტეტით 8000 აშშ დოლარს შეადგენს.
კოსოვოს ეკონომიკა | |
---|---|
ვალუტა | ევრო (€) |
ფისკალური წელი | 2014 |
სტატისტიკა | |
მშპ (ნომინალი) | 7387 მლნ[1] |
მშპ (მუპ) | 7387 მლნ[1] |
მშპ ზრდა | 2,7% |
მშპ ერთ სულზე | 8000 (2014) |
ინფლაცია | 1.3% (2021) |
მოსახლეობა სიღარიბის ზღვარს ქვემოთ |
21,6 % (2017 წელი) |
Gini index | 29.0 (დაბალი) 2017 |
შრომითი რესურსი | 500,300 ადამიანი (2017 წელი, ოფიციალური მონაცემები [2], მათ შორის, ჩრდილოვან ეკონომიკაში ჩართული პირების მიახლოებითი რაოდენობა. |
უმუშევრობა | 25,9% (2017) |
მრეწველობის მთავარი დარგები | სასარგებლო წიაღისეული, სამშენებლო მასალები, ფერადი ლითონები, ტყავი, მანქანა, ელექტრო ტექნიკა, საკვები პროდუქტები, სასმელები და ტექსტილი. |
სავაჭრო პარტნიორები | |
ექსპორტი | $577 მილიონი (2020) |
საქონლის ექსპორტი | ლითონის მოპოვება და დამუშავება, მინერალური პროდუქტები, კვების პროდუქტები და სასმელები, პლასტმასისა და რეზინის ნივთები, სასოფლო-სამეურნეო პროდუქტები, ტყავის ნაწარმი, ტექსტილი, მანქანა და ელექტრონული მოწყობილობები. |
ძირითადი პარტნიორები |
ევროკავშირი 30.2% შვეიცარია 7.8%[3] |
იმპორტი | $3.731 მილიარდი (2018) |
საქონლის იმპორტი | მინერალური პროდუქტები, კვების პროდუქტები და სასმელები, მოწყობილობები და ელექტროტექნიკა, სატრანსპორტო საშუალებები, ქიმიური პროდუქცია, პლასტმასისა და რეზინის ნაწარმი, სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია, ტექსტილი, ცოცხალი საქონელი |
სავაჭრო პარტნიორები |
ევროკავშირი 43.5% |
სახელმწიფოს შიდა ვალი | მშპ-ს 16.6% (2017) |
საზოგადოებრივი ფინანსები | |
სახელმწიფო ვალი | $1.175 მილიონი (2017) |
შემოსავლები | $2.256 მილიარდი (2017) |
გასავლები | $2.166 მილიარდი (2017) |
All values, unless otherwise stated, are in აშშ დოლარები |
განვითარების მხრივ მნიშვნელოვანი დახმარების მიუხედავად, კოსოვო ყოფილი იუგოსლავიის ყველაზე ღარიბი რეგიონი იყო. 1990-იანი წლების განმავლობაში, ცუდმა ეკონომიკურმა პოლიტიკამ, საერთაშორისო სანქციებმა, საგარეო ბაზრებთან და ფინანსებთან სუსტმა წვდომამ, ასევე ეთნიკურმა კონფლიქტებმა, უდიდესი ზიანი მიაყენა ისედაც სუსტ ეკონომკას[5].
1999—2007 წლები
რედაქტირებაევრო — კოსოვოს ძირითადი ვალუტაა, რომელსაც იყენებენ UNMIK და დე-ფაქტო სახელმწიფო ორგანოები.[6] სერბული დინარი გამოიყენება ავტონომიის (დე-ფაქტო კოსოვოს რესპუბლიკის) ჩრდილოეთით, სადაც სერბი ეროვნების მოსახლეობა ცხოვრობს.
2008 — დღემდე
რედაქტირება2009 წელს, შრომის ანაზღაურების (ხელფასის) საშუალო მაჩენებელი, საათში $2,98 შეადგენდა.
ეკონომიკას მნიშვნელოვნად ასუსტებს კოსოვოს გადაუჭრელი საერთაშორისო სტატუსი, რომელიც ინვესტიციებისა და კრედიტების მოზიდვას ართულებს[7]. რეგიონის ეკონომიკურმა სისუსტემ, ჩრდილოვან ეკონომიკას შეუწყო ხელი, რომელშიც ძირითად კონტრაბანდულ საქონელს წარმოადგენს ბენზინი, სიგარეტი და ცემენტი .
2002 წლიდან ევროპის კომისია კოსოვოს შესახებ ყოველწლიურ ანგარიშს აკეთებს.
შემოსავლების უდიდეს ნაწილს, უცხოეთში მცხოვრებ პირთა ფულადი გზავნილები შეადგენს (2013 წელს — 633 მილიონი ევრო)[2].
კოსოვოში პრობლემად რჩება უმუშევრობის მაღალი მაჩვენებელი — 2013 წლის ოფიციალური მონაცემებით, შრომისუნარიანი მოსახლეობის 30,0%[2]. მართალია, 2000-იანი წლების ბოლოდან უმუშევრობის მაჩვენებელი მცირდება. 2005 წელს, ადგილობრივი სტატისტიკის სააგენტოს ოფიციალური მონაცემებით, კოსოვოში უმუშევრობა 39,7% შეადგენდა, 2010 წელს — უკვე 45,4% იყო[2].
კომპანიების სია
რედაქტირებაბანკები და სადაზღვევო კომპანიები
რედაქტირება2014 წლის დასაწყისში, ავტონომიის ტერიტორიაზე 9 კომერციული ბანკი და 13 სადაზღვევო კომპანია მუშაობდა[2].
- Raifeisen
- Procredit
ტელეკომუნიკაციები
რედაქტირებაწარმოება
რედაქტირება- Kosova Steel
მოსახლეობის შემოსავლები
რედაქტირება2018 წელს, შრომის ანაზღაურების (ხელფასის) საშუალო მაჩვენებელი (ბრუტო) €558 და (ნეტო) €498 შეადგენდა.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Kosovo World Bank
- ↑ 2.0 2.1 2.2 2.3 2.4 Арляпова 2014.
- ↑ |url=https://webgate.ec.europa.eu/isdb_results/factsheets/country/details_kosovo_en.pdf&ved=2ahUKEwiTuOODnd7mAhWJfFAKHcFFD64QFjAQegQICRAB&usg=AOvVaw1qI50cA_pmXtnM1KxYIxpa[მკვდარი ბმული]
- ↑ |url=https://webgate.ec.europa.eu/isdb_results/factsheets/country/details_kosovo_en.pdf&ved=2ahUKEwiTuOODnd7mAhWJfFAKHcFFD64QFjAQegQICRAB&usg=AOvVaw1qI50cA_pmXtnM1KxYIxpa[მკვდარი ბმული]
- ↑ Kosovo. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-12-09. ციტირების თარიღი: 2021-04-03.
- ↑ Архивированная копия. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-10-10. ციტირების თარიღი: 2007-10-10.
- ↑ BBC NEWS | Business | Brussels offers first Kosovo loan