კორნელიო-საავედრას პროვინცია
კორნელიო-საავედრას პროვინცია (ესპ. Provincia de Cornelio Saavedra) — პროვინცია ბოლივიაში, პოტოსის დეპარტამენტის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში. დედაქალაქია ბეტანსოსი. სახელი ეწოდა არგენტინის პირველი ხუნტის პრეზიდენტის — კორნელიო საავედრას პატივსაცემად, რომელიც ბეტანსოსის მუნიციპალიტეტში, ოტუიოში დაიბადა.
პროვინცია | |
---|---|
კორნელიო-საავედრას პროვინცია Provincia de Cornelio Saavedra | |
ქვეყანა | ბოლივია |
ადმ. ცენტრი | ბეტანსოსი |
კოორდინატები | 19°28′00″ ს. გ. 65°20′00″ დ. გ. / 19.46667° ს. გ. 65.33333° დ. გ. |
ფართობი | 3 153 კმ² |
სალაპარაკო ენები | ესპანური, კეჩუა |
მოსახლეობა | 58 706 კაცი (2001) |
სიმჭიდროვე | 18,6 კაცი/კმ² |
სასაათო სარტყელი | UTCGMT -4 |
კორნელიო-საავედრა ერთ-ერთია პოტოსის დეპარტამენტის თექვსმეტი პროვინციიდან. ჩრდილო-აღმოსავლეთით ესაზღვრება ჩუკისაკის დეპარტამენტი. ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ გადაჭიმულია 105 კმ-ზე, აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ 95 კმ-ზე, ხოლო მთლიანი ფართობი 1 378 კმ²-ს შეადგენს.
მოსახლეობა
რედაქტირება- 1992 წლის აღწერისას, მოსახლეობა 52 659 ადამიანს შეადგენდა, 2001 წელს კი 58 706-ს, ანუ ადგილი ჰქონდა 11.5 %-იან ზრდას.
- 47 % ლაპარაკობს ესპანურად, 78 % კეჩუაზე.
- მოსახლეობის 80 %-ს არ აქვს ელექტროენერგია.
- 69 % დასაქმებულია სასოფლო-სამეურნეო სფეროში, 1 % მაღაროებში, 10 % მრეწველობაში, 20 % მომსახურების სფეროში (2001).
- მორწმუნეთა 89 % კათოლიკეა, 8 % პროტესტანტი (1992).
მოსახლეობის ძირითადი ნაწილი ადგილობრივი კეჩუას ხალხის შთამომავლები არიან.
დაყოფა
რედაქტირებაპროვინცია შედგება სამი მუნიციპალიტეტისაგან, რომლებიც თავის მხრივ კანტონებად იყოფა.