კონსტანტინოპოლის ხელშეკრულება (1533)
კონსტანტინოპოლის ხელშეკრულება (თურქ. İstanbul antlaşması) — ხელშეკრულება ოსმალეთის იმპერიასა და ავსტრიის საჰერცოგოს შორის. ხელი მოაწერეს 1533 წლის 22 ივლისს კონსტანტინოპოლში.
მოჰაჩის ბრძოლის დროს 1526 წელს უნგრეთის მეფე ლუის II გარდაიცვალა ტახტის მემკვიდრის გარეშე, მიუხედავად ამისა, ოსმალეთს ბრძოლის შემდეგ უნგრეთი არ დაუპყრია და ტახტი რამდენიმე თვის განმავლობაში ვაკანტური რჩებოდა[1]. გამოჩნდა ორი პრეტენდენტი: ფერდინანდ I, ავსტრიის ერცჰერცოგი და იანოშ I ზაპოლია ტრანსილვანიის ვოევოდა. მიუხედავად იმისა, რომ ზაპოლიას უნგრეთის ელიტა უჭერდა მხარს, ფერდინანდ I-მა უნგრეთის ლეგალურ მეფედ გამოაცხადა თავისი უფროსი ძმა კარლ V. ოსმალეთის იმპერია მხარს იანოშ ზაპოლიას უჭერდა და სულთან სულეიმან I-მა ავსტრიის წინააღმდეგ ორი ლაშქრობა მოაწყო (1529 და 1532 წწ.). ფერდინანდი მიხვდა, რომ მისი მმართველობა უნგრეთში შეუძლებელი იყო.
ამასობაში სეფიანთა ირანის შაჰმა თამაზ I-მა გაააქტიურა შეტევა ოსმალეთის იმპერიის აღმოსავლეთ საზღვრებთან. სულეიმან I-მა გადაწყვიტა ძირითAდი ძალები აღმოსავლეთის საზღვრისკენ მიემართა და დასავლელ მეზობლებთან ხელშეკრულება გაეფორმებინა[2].
პირობები
რედაქტირებახელშეკრულების პირობები შემდეგნაირად ჩამოყალიბდა:
- ფერდინანდ I-მა უკან წაიღო თავისი პრეტენზიები უნგრეთზე.
- იანუშ ზაპოლია გახდა უნგრეთის ლეგალური მეფე ოსმალეთის სიუზერენიტეტის ქვეშ.
- ავსტრია დათანხმდა გადაიხადოს წლიური ხარკის 30 000 გულდენი.
- ფერდინანდი განიხილებოდა, როგორც გერმანიის მეფე, ხოლო კარლ V, როგორც ესპანეთის მეფე და ისინი წოდებრივად გაუტოლდნენ ოსმალეთის იმპერიის დიდი ვეზირის თანამდებობას. გარდა ამისა, მათ ეკრძალებოდათ ეწოდებინათ ვინმესთვის იმპერატორი, ოსმალეთის სულთნის გარდა.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- Prof.Dr Yaşar Yücel-Prof.Dr Ali Sevim:Türkiye tarihi II, AKDTYK Yayınları, İstanbul,1990 pp 268-274
- Lord Kinross :The Ottoman centuries, (Trans.Meral Gaspıralı) Altın Kitaplar, İstanbul, 2008, ISBN 978-975-21-0955-1, p.193
- Nicolae Jorga: Gescchiste des Osmanichen, (trans: Nilüfer Epçeli) Yeditepe Yayınları, 2009, ISBN 975-6840-19-X volII,p.350-351
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Prof.Dr Yaşar Yücel-Prof.Dr Ali Sevim:Türkiye tarihi II, AKDTYK Yayınları, İstanbul,1990 pp 268-274
- ↑ Lord Kinross :The Ottoman centuries, (Trans.Meral Gaspıralı) Altın Kitaplar, İstanbul, 2008, ISBN 978-975-21-0955-1, p.193