კონსტანტინოპოლის ალყა (1204)
კონსტანტინოპოლის ალყა | |||
---|---|---|---|
თარიღი | 8–13 აპრილი, 1204 | ||
მდებარეობა | კონსტანტინოპოლი, ბიზანტიის იმპერია | ||
შედეგი | ჯვაროსნების გამარჯვება | ||
ტერიტორიული ცვლილებები |
კონსტანტინოპოლი დაიპყრეს ჯვაროსნებმა | ||
მხარეები | |||
| |||
მეთაურები | |||
| |||
ძალები | |||
| |||
დანაკარგები | |||
| |||
კონსტანტინოპოლის ალყა ვიკისაწყობში |
კონსტანტინოპოლის ალყა — მეოთხე ჯვაროსნული ლაშქრობის კულმინაციური მოქმედება. მიმდინარეობდა 1204 წლის 8–13 აპრილს. ჯვაროსნებმა ბიზანტიის იმპერიის დედაქალაქი კონსტანტინოპოლი აიღეს, გაძარცვეს და მისი ნაწილი გაანადგურეს. ქალაქის დაპყრობის შემდეგ მათ დააარსეს ლათინთა იმპერია და მისი პირველი იმპერიატორი ბოდუენ I ფლანდრიელი აია-სოფიაში ეკურთხა. კონსტანტინოპოლის დაცემა შუა საუკუნეების ისტორიის ერთ-ერთი მთავარი მოვლენაა. ამან გამოიწვია ისედაც გაყოფილი ქრისტიანობის (კათოლკეებად და მართლმადიდებლებად) კიდევ უფრო გაყოფა და მათ შორის ურთიერთობის გამწვავება.
კონსტანტინოპოლის დაცემის შემდეგ, ბიზანტიის იმპერიის დიდი ნაწილი ჯვაროსნებმა დაინაწილეს. ბიზანტიურმა არისტოკრატიამაც შექმნა რამდენიმე ბერძნული სახელმწიფო, მათ შორის — ნიკეის იმპერია, რომლის იმპერატორმა, მიხეილ VIII-მ 1261 წელს დაიბრუნა კონსტანტინოპოლი და აღადგინა ბიზანტიის იმპერია. თუმცა, აღდგენილმა იმპერიამ ვეღარ შეძლო ძველი ტერიტორიული და ეკონომიკური სიძლიერის დაბრუნება და საბოლოოდ 1453 წელს ოსმალთა მიერ განადგურდა.