კონსტანტინე შაკრილი
კონსტანტინე სიმონის ძე შაკრილი (დ. 20 მაისი, 1899, სოფელი ლიხნი, სოხუმის ოკრუგი, რუსეთის იმპერია — გ. 15 იანვარი, 1992, სოხუმი, აფხაზეთის ასსრ, საქართველოს რესპუბლიკა) — აფხაზი ენათმეცნიერი, საზოგადო მოღვაწე, დ. გულიას სახელობის პრემიის ლაურეატი, საქართველოსა და აფხაზეთის მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე, ენათმეცნიერების მეცნიერებათა დოქტორი.
ბიოგრაფია
რედაქტირებაკონსტანტინე შაკრილი დაიბადა 1899 წლის 20 მაისს სოფელ ლიხნში. 1909 წელს შევიდა ჯირხვის სკოლაში, 1917 წელს — სოხუმის სემინარიაში. 1932-1936 წლებში კონსტანტინე შაკრილი სოხუმის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტია, რომლის დამთავრების შემდეგ მიწვეულ იქნა მეცნიერ თანამშრომლის თანამდებობაზე აფხაზეთის ენის, ლიტერატურისა და ისტორიის ინსტიტუტში. ახალგაზრდა მეცნიერს მიანდეს ეხელმძღვანელა ენის განყოფილებისათვის, რომელსაც სათავეში ედგა სამი ათეული წლის განმავლობაში. პარალელურად კითხულობდა ლექციებს სოხუმის სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტში და მასწავლებლობდა დახელოვნების ინსტიტუტში.
კონსტანტინე შაკრილის სამეცნიერო-კვლევითი და სამასწავლებლო მოღვაწეობა აფხაზეთში შეწყდა რეპრესიების წლებში. ის მისი საბჭოთა ხელისუფლების მიუღებელი ხედვების გამო მოაშორეს აფხაზეთს. იგი ჯერ მშაობდა მოსკოვში, რსფსრ-ის პედაგოგიურ მეცნიერებათა აკადემიის ეროვნული სკოლების ინსტიტუტში. 1951 წელს გაგზავნეს ჩერკესკში, სადაც იყო ჩერკესკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე, შემდეგ კი დირექტორი. 1955 წელს იგი კვლავ სათავეში ჩაუდგა ენის განყოფილებას აფხაზეთის ინსტიტუტში. 1947 წელს კ. შაკრილმა დაიცვა საკანდიდატო, 1970 წელს კი სადოქტორო დისერტაცია.
კონსტანტინე შაკრილი იყო 100-მდე სამეცნიერო შრომის ავტორი, რომლებიც მიეძღვნა აფხაზური ენის დიალექტოლოგიას, ფონეტიკას, მორფოლოგიას, სინტაქს, აფხაზურ-ადიღური ენების ლექსიკოგრაფიულ, გრაფიკულ, ორთოგრაფიულ, ეტიმოლოგიურ, შედარებითს ისტორიულ შესწავლას. იყო ერთი თანაავტორი „რუსულ-აფხაზური ლექსიკონისა“ და „აფხაზური ენის განმარტებითი ლექსიკონის“ ავტორთა კოლექტივის ხელმძღვანელი, რისთვისაც მიენიჭა დ. გულიას სახელმწიფო პრემია.
კონსტანტინე შაკრილი იყო აფხაზური ენის სრულყოფის დარგში აფხაზეთის ასსრ-ის მინისტრთა საბჭოსთან არსებული სახელმწიფო კომისიის წევრი, განათლების სამინისტროს კოლეგიის და აფხაზეთის ტოპონიმიკის მოწესრიგების კომისიის წევრი.
ლიტერატურა
რედაქტირება- გაზ. „აფხაზეთის ხმა“, №13 (13592), 22 იანვარი, 1992