კონსტანტინე უჩანეიშვილი
კონსტანტინე უჩანეიშვილი (დ. 18 ნოემბერი, 1925, ფოთი — გ. 2015) — ქართველი ინჟინერი.
ბიოგრაფია
რედაქტირება1950 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი.
შრომითი საქმიანობა დაიწყო სამშენებლო ტრესტ "ტყიბულშახტმშენში" ცვლის უფროსად, უბნის უფროსად. მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს სისტემაში 1953 წლიდან. გაიარა ყველა სამსახურებრივი საფეხური ინჟინრიდან დაწყებული სამშენებლო-სამონტაჟო ტრესტიდ მმართველამდე. 1980-1985 წლებში ხელმძღვანელობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N7 სამშენებლო ტრესტ "საქშახტმშენს". შრომითი საქმიანობის ბოლო წლებში იყო ბიზნესცენტრ "სოფმშენის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, მონაწილეობდა საქართველოს სახალხო მეურნეობის მიღწევათა გამოფენის, 1100-საწოლიანი რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფოს, ქუთაისის საავტომობილო და ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნების, საპროექტო ინსტიტუტ "საქქალაქმშენსახპროექტისა" და კვების მრეწველობის სახელმწიფო საპროექტო ინსტიტუტის მაღლივი კორპუსების, მოსკოვში საქართველოს წარმომადგენლობისა და სასტუმროს, სხვა მრავალი საცხოვრებელი და კულტურულ-სოციალური დანიშნულების ობიექტის მშენებლობაში.
ჯილდოები
რედაქტირება- 2000 - ღირსების ორდენი
ლიტერატურა
რედაქტირება- საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია, თბ., 2017, გვ. 540