კონსტანტინე მარჯანიშვილი (მათემატიკოსი)
კონსტანტინე კონსტანტინეს ძე მარჯანიშვილი (დ. 26 აგვისტო [ძვ. სტ. 13 აგვისტო] 1903, მოსკოვი — გ. 13 თებერვალი, 1981, მოსკოვი) — საბჭოთა მათემატიკოსი. ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი (1949), საბჭოთა კავშირის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1974), სოციალისტური შრომის გმირი (1973), კომუნისტური პარტიის წევრი 1939 წლიდან. ცნობილი ქართველი რეჟისორის კოტე მარჯანიშვილის შვილი.
კონსტანტინე მარჯანიშვილი | |
---|---|
დაბ. თარიღი | 13 (26) აგვისტო, 1903 ან 26 აგვისტო, 1903[1] |
დაბ. ადგილი | მოსკოვი[2] |
გარდ. თარიღი | 13 თებერვალი, 1981[1] (77 წლის) |
გარდ. ადგილი | მოსკოვი |
დასაფლავებულია | დიდუბის პანთეონი |
მოქალაქეობა |
რუსეთის იმპერია სსრკ |
საქმიანობა | მათემატიკოსი |
მუშაობის ადგილი | სტეკლოვის მათემატიკის ინსტიტუტი |
ალმა-მატერი | სანქტ-პეტერბურგის უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტი |
სამეცნიერო ხარისხი | ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი |
მამა | კოტე მარჯანიშვილი |
ჯილდოები | ლენინის ორდენი, სოციალისტური შრომის გმირი და შრომის წითელი დროშის ორდენი |
ბიოგრაფია
რედაქტირება1924 წელს დაამთავრა სანქტ-პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტი. 1925 წელს საქართველოს განათლების სახალხო კომისარიატმა გერმანიაში მიავლინა საპროფესორო მოღვაწეობისთვის მოსამზადებლად. 1927 წელს გერმანიიდან საქართველოში დაბრუნებული კონსტანტინე მარჯანიშვილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ნიკო მუსხელიშვილმა აიყვანა ასისტენტად, იმავ დროულად იგი უმაღლესი მათემატიკისა და თეორიული მექანიკის კურსებს კითხულობდა ამიერკავკასიის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში, შემდეგ აქტიურად მონაწილეობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტთან ნიკო მუსხელიშვილის ინიციატივით მათემატიკის ინსტიტუტის დაარსების ორგანიზაციასა და საქმიანობაში.
1933 წელს მამის გარდაცვალების შემდეგ იგი დედასთან ერთად საცხოვრებლად მოსკოვში გადავიდა და სიცოცხლის ბოლომდე სტეკლოვის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტში მუშაობდა.[3] ძირითადი შედეგები აქვს მიღებული რიცხვთა ადიციურ თეორიაში და გამოყენებით მათემატიკაში. ავტორია 50-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომისა.[4]
დაჯილდოებულია 2 ლენინის ორდენით, 2 შრომის წითელი დროშის ორდენით და მედლებით. დაკრძალულია დიდუბის პანთეონში.[5]
თბილისში არსებობს მისი სახელობის ქუჩა.
თხზულებები
რედაქტირება- Об одной задаче аддитивной теории чисел, "Известия АН СССР. Серия математическая", 1940, т. 4, №2, с. 193-214;
- О некоторых нелинейных системах уравнений в целых числах, "Математический сборник", 1953, т. 33 (75), в. 3, с. 639-75.
ლიტერატურა
რედაქტირება- ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, გვ. 251, თბ., 1994
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 Identifiants et Référentiels — ABES, 2011.
- ↑ Марджанишвили Константин Константинович // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохорова — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
- ↑ კონსტანტინე მარჯანიშვილი[მკვდარი ბმული]
- ↑ კონსტანტინე მარჯანიშვილი — სტეკლოვის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტი
- ↑ ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 476.