კონსტანტინე თარგამაძე

1910-1994 Economist.; born 15 September, 1910; ; died 3 April, 1994
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ თარგამაძე.

კონსტანტინე მიხეილის ძე თარგამაძე (დ. 15 სექტემბერი [ძვ. სტ.2 სექტემბერი], 1910, ნიგორზღვა — გ. 3 აპრილი, 1994, თბილისი) — ქართველი მეტყევე, ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი (1961), პროფესორი (1962), საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე (1968). სატყეო ეკონომიკის მეცნიერების ფუძემდებელი სა­ქარ­თველო­ში.

კონსტანტინე თარგამაძე
დაბ. თარიღი 15 სექტემბერი, 1910
დაბ. ადგილი ნიგორზღვა
გარდ. თარიღი 3 აპრილი, 1994 (83 წლის)
გარდ. ადგილი თბილისი
მოქალაქეობა {{{link alias-s}}} დროშა რუსეთის იმპერია
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დროშა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა
საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
ალმა-მატერი ამიერკავკასიის სატყეო ტექნიკური ინსტიტუტი

1934 წელს დაამთავრა ამიერკავკასიის სატყეო ტექნიკური ინსტიტუტი. 1937–1952 წლებში მუშაობდა სხვადასხვა ხელმძღვანელ თანამდებობაზე. 1938 წლიდან იყო საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის (ახლანდელი საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი) სატყეო მეურნეობის ეკონომიკის და ტყის ტაქსაციის კათედრის გამგე (1983 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე ამავე კათედრის პროფესორი), 1953–1956 წლებში კი ინსტიტუტის რექტორი. კონსტანტინე თარგამაძე მუშაობდა სატყეო მეურნეობის ეკონომიკის პრობლემებზე. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.

ბიბლიოგრაფია

რედაქტირება
  • ტყის მეურნეობის წარმოების ორგანიზაცია და დაგეგმვა : სახელმძღვანელო სატყეო-სამეურნეო ფაკულტეტის სტუდენტთათვის, თბ., განათლება, 1965
  • ხე-ტყის დამზადება-დამუშავების ნარჩენები და მათი გამოყენების ზოგიერთი საკითხი თბ., 1960
  • სატყეო მეურნეობის ეკონომიკა, თბ., 1959
  • სატყეო მეურნეობის საწარმოო-საფინანსო გეგმა და მისი შედგენის წესი, თბ., 1957

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება