კონსტანტინე ვაჩეიშვილი
კონსტანტინე (კოტე) ალექსანდრეს ძე ვაჩეიშვილი (დ. 22 ივლისი, 1928, თბილისი — გ. 21 ნოემბერი, 1964, იქვე) — ქართველი კრიმინალისტი.
კონსტანტინე ვაჩეიშვილი | |
---|---|
დაბადების თარიღი |
22 ივლისი, 1928 თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ |
გარდაცვალების თარიღი |
21 ნოემბერი, 1964 (36 წლის) იქვე |
მოქალაქეობა | სსრკ |
ალმა-მატერი | თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
საქმიანობა | კრიმინალისტი |
ბიოგრაფია
რედაქტირებადაიბადა გამოჩენილი ქართველი იურისტის ალექსანდრე ვაჩეიშვილის ოჯახში. დაამთავრა თბილისის ვაჟთა VI სკოლა. 1945-1950 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე, 1952-1953 წლებში იყო თბილისის ვაკის რაიონის ადვოკატთა კოლეგიის წევრი. 1953-1956 წლებშიხარკოვის იურიდიული ინსტიტუტის ასპირანტია. სადაც მოამზადა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: მოწმის ჩვენების ფსიქოლოგია.
1957-1964 წლებში მუშაობდა საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში მეცნიერ თანამშრომლად. სწავლობდა საქართველოს სახელმწიფოსა და სამართლის საკითხებს. გამოქვეყნებული აქვს ნაშრომები როგორც იურისპრუდენციაში, ასევე ხელოვნების ისტორიის საკითხებზე.
ბიბლიოგრაფია
რედაქტირება- „მოწმის ჩვენების ფსიქოლოგია.“
- „მოწმის ჩვენების, როგორც დამამტკიცებელი საბუთის წყაროს შეფასების ისტორიისათვის.“
- „ყინწვისის მშენებლის გამოსახულების შესახებ.“
- „უფლისციხის მიუვალი გამოქვაბული.“
ტრაგიკულად დაიღუბა თავის ძმასთან გივი ვაჩეიშვილთან ერთად. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.
ლიტერატურა
რედაქტირება- ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, გვ. 147, თბ., 1994