გივი ვაჩეიშვილი
გივი ალექსანდრეს ძე ვაჩეიშვილი (დ. 22 ნოემბერი, 1924, თბილისი — გ. 22 ნოემბერი, 1964, იქვე) — ქართველი კრიმინალისტი.
ბიოგრაფია
რედაქტირებადაიბადა გამოჩენილი ქართველი იურისტის ალექსანდრე ვაჩეიშვილის ოჯახში. 1942 წელს დაამთავრა თბილისის მე-15 საშუალო სკოლა და ჩაირიცხა თბილისის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე. 1946 წელს ნიჭიერი ახალგაზრდა გაიგზავნა საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან არსებულ უმაღლეს დიპლომატიურ სკოლაში. მან აქაც წარმატებით ჩააბარა მისაღები გამოცდები, გაიარა ორკლასიანი კურსი, მაგრამ ავადმყოფობის გამო თავი დაანება და საქართველოში დაბრუნდა. 1948-1952 წლებში დაინიშნა საქართველოს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის მდივნის ტანაშემწედ. მომდევნო წლებში მუშაობდა რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროს სამეცნიერო კვლევით კრიმინალისტურ ლაბორატორიაში მთავარი ექსპერტის თანამდებობაზე. 1959 წელს წარჩინებით დაამთავრა მოსკოვის ექსპერტ-კრიმინალისტების უმაღლესი კურსები.
ტრაგიკულად დაიღუბა თავის ძმასთან კონსტანტინე ვაჩეიშვილთან ერთად. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.
ლიტერატურა
რედაქტირება- ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, გვ. 145, თბ., 1994