კონსტანტინე ვარდელი

კონსტანტინე პეტრეს ძე ვარდელი (დ. 5 მაისი, 1939, ლენინგრადი, — გ. 19 ივნისი, 2017) — ქართველი მევიოლინე. საქართველოს სახალხო არტისტი (1980)[1].

დაამთავრა თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია (პროფესორი ლევან შიუკაშვილის კლასი, 1963). 1966–1990 წლებში იქვე ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას (1984 წლიდან — პროფესორი). სტუდენტობიდან ჩართული იყო საკონცერტო საქმიანობაში. 1966 წლიდან საქართველოს სახელმწიფო სიმებიანი კვარტეტის წევრია. ასრულებდა ქართველ, რუს და დასავლეთ ევროპის კომპოზიტორთა ნაწარმოებებს. 1990-2005 წლებში იყო გერმანიაში, 1998 წლამდე მონაწილეობდა ლიანა ისაკაძის კამერულ ორკესტრში (პირველი ვიოლინო). პერიოდულად მართავდა კონცერტებს საქართველოში (სიმებიანი კვარტეტის შემადგენლობაში). 2005 წელს დაბრუნდა საქართველოში. ვარდელი შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო (1992) და ზაქარია ფალიაშვილის სახელობის (1971) პრემიების ლაურეატია. დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (2001).

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება