კონსტანტინე დიდებულიძე

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

კონსტანტინე დიდებულიძე (დ. 1915, რიგა — გ. 1991) — ქართველი გამომგონებელი, ინჟინერი, მეცნიერი, ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი (1951).

ბიოგრაფია

რედაქტირება

1937 წელს დაამთავრა თბილისის კავშირგამბულობის ელტექნიკური ინსტიტუტი ინჟინერ-ელექტრიკოსის კვალიფიკაციით.

მუშაობდა საქართველოს ენერგიტიკის ინსტიტუტში უმცროს მეცნიერ-თანამშრომლად. 1951-1956 წლებში იყო „ვიესხ“-ის თბილისის ფილიალის ლაბორატორიის გამგე. 1956-1987 წლებში საქართველოს სოფლის მეურნეობის მექანიზაციისა და ელექტროფიკაციის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის სოფლის მეურნეობაში ელ. ენერგიის სპეცსახსრების გამოყენების განყოფილების გამგე. 1951-1968 წლებში იყო სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების საკავშირო მაკორდინირებელი კომიტეტის წევრი. ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას. მისი ხელმძღვანელობით 11 ასპირანტმა და მაძიებელმა დაიცვა დისერტაცია. გამოქვეყნებული აქვს 60 სამეცნიერო ნაშრომი. არის 17 გამოგონების ავტრორი. დაჯილდოებულია სახელმწიფო ჯილდოებით.

ჯილდოები

რედაქტირება
  • სამამულო ომის II ხარისხის ორდენი
  • საპატიო ნიშნის ორდენის (2 ორდენი)

ლიტერატურა

რედაქტირება
  • საქართველოს ენერგეტიკოსები/Georgian Power Engineers: ენციკლოპედია, თბ., 2016, გვ. 108-109

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება