კონსტანტინე ბზიავა
კონსტანტინე ბზიავა (დ. 25 მარტი, 1967) — ქართველი მეცნიერი, ინჟინერი, პედაგოგი.
ბიოგრაფია
რედაქტირებაკონსტანტინე ბზიავა დაიბადა 1967 წლის 25 მარტს.დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო სასოფლო სამეურნეო ინსტიტუტი ინჟინერ-ჰიდროტექნიკოსის კვალიფიკაციით 1991 წელს.
1991-1997 წლებში საქართველოს სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტი, ჰიდრომელიორაციისა და საინჟინრო ეკოლოგიის ფაკულტეტის სასოფლო-სამეურნეო ჰიდროტექნიკური მელიორაციის კათედრა, ლაბორანტი. 1997-2006 წლებში საქართველოს სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტი, ჰიდრომელიორაციისა და საინჟინრო ეკოლოგიის ფაკულტეტის სასოფლო-სამეურნეო ჰიდროტექნიკური მელიორაციის კათედრა, ასისტენტი. 2005-2006 წლებში საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტი, წყალსამეურნეო მართვის სამმართველო, წყალსაცავების და წყალსარგებლობის განყოფილება, მთავარი სპეციალისტი. 2006-2010 წლებში საქართველოს სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტი, სასოფლო-სამეურნეო ჰიდრომელიორაციის დეპარტამენტი, აგროსაინჟინრო ფაკულტეტი, ირიგაციისა და დრენაჟის განყოფილების უფროსი. 2006-2013 წლებში საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი, საინჟინრო-ტექნოლოგიური ფაკულტეტი, ასისტენტ-პროფესორი. 2013-2014 წლებში საინჟინრო მომსახურების საერთაშორისო ორგანიზაციის ფილიალი საქართველოში "EPTISA", ტექნიკური მხარდაჭერის გუნდი, კონსულტანტი. 2014-2016 წლებში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, აგრარული მეცნიერებების და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტი, მოწვეული ასოცირებული პროფესორი. 2016 წლიდან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, წყალმომარაგების, წყალარინების, თბოაირმომარაგების და ნაგებობათა საინჟინრო აღჭურვის დეპარტამენტი, სამშენებლო ფაკულტეტი, მოწვეული პროფესორი, ასოცირებული პროფესორი. 2018 წლიდან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მირცხულავას სახელობის წყალთა მეურნეობის ინსტიტუტი, მელიორაციული სისტემების დაპროექტებისა და ექსპერტიზის განყოფილება, მეცნიერ-თანამშრომელი. 100-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. აკადემიური დოქტორი, პროფესორი.[1]
ლიტერატურა
რედაქტირება- საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვებგვერდი: my.gtu.ge