კონსტანტინა კუნევა

კონსტანტინა კუნევა (ბერძ. Κωνσταντίνα Κούνεβα; დ. 28 სექტემბერი, 1964), ასევე ცნობილია, როგორც კოსტადინკა კუნევა (ბულგ. Костадинка Кунева) — ბულგარელი იმიგრანტი საბერძნეთში, ვაჭრობის უნიონისტი და პროფესიული ვაჭრობის კავშირის თავმჯდომარე.[1] 2014 წლის ევროპის საპარლამენტო არჩევნებში, აირჩიეს პარლამენტის წევრად.

კონსტანტინა კუნევა
კონსტანტინა კუნევა
ევროპის პარლამენტის წევრი
ამჟამინდელი თანამდებობა
დაიკავა25 მაისი 2014

დაბადებული28 სექტემბერი, 1964 (1964-09-28) (59 წლის)
სილისტრა, ბულგარეთი
ეროვნებაბულგარელი
რეზიდენციაპეტრალონა, საბერძნეთი
პოლიტიკური პარტიასირიზა
შვილები1
განათლებაველიკო ტარნოვოს უნივერსიტეტი

თავდასხმა და რეაქციები რედაქტირება

კუნევა მუშაობდა დამლაგებლად ოიკომეტის კომპანიაში. 2008 წლის 22 დეკემბერს, მას თავს დაესხნენ და იძულებით გადააყლაპეს გოგირდმჟავა, რის შედეგადაც, კუნვეამ დაკარგა მხედველობა ერთ თვალში და მიიღო შიდა ორგანოების დაზიანება.[2] [3] სწორედ ამან გამოიწვია ბერძნების გამოსვლა ქუჩებში და შეტაკება პოლიციასთან.[4] [5]

საპროტესტო აქციები, სადაც კოსტადინკას მხარდამჭერები მიმართვდნენ მას ლოზუნგით ,,შენ არ ხარ მარტო", 2009 წლის 22 იანვრამდე გაგრძელდა, როდესაც საბერძნეთის სპეცრაზმმა, 3 000 მომიტინგე ცრემლსადენი გაზით დაშალა.

თავდასხმა დახასიათდა, როგორც ყველაზე საშინელი ფიზიკური შეურაცხყოფა, ბერძენ ვაჭრობის უნიონისტზე, ბოლო 50 წლის განმავლობაში. [1]

განათლება რედაქტირება

კუნევამ დაამთავრა ველიკო ტარნოვოს წმ. კირილესა და წმ. მეთოდეს უნივერსიტეტი, ისტორიის სპეციალობით. [6]

პოლიტიკა რედაქტირება

2014 წლის 25 მაისს გამართულ ევროპის საპარლამენტო არჩევნებში, აირჩიეს პარლამენტის წევრად მემარცხენე პარტია სირიზადან[7]

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.0 1.1 Kuneva case – the most severe assault on trade unionist in Greece for 50 years. FOCUS Information Agency.[მკვდარი ბმული]
  2. IHT
  3. http://news.in.gr/greece/article/?aid=970755
  4. Konstantina Kouneva more soli acts + Galeano & Einstein - Industrial Workers of the World. iww.org.au. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-05-31.
  5. Protesters clash with riot police over acid attack on syndicalist cleaner in Athens. libcom.org.
  6. Τα βιογραφικά των υποψήφιων ευρωβουλευτών του ΣΥΡΙΖΑ Greek. Αυγή (29 April 2014). დაარქივებულია ორიგინალიდან — 23 სექტემბერი 2015. ციტირების თარიღი: 3 February 2015.
  7. Ποια είναι η Κωνσταντίνα Κούνεβα Greek. επτά ημέρες (27 May 2014). დაარქივებულია ორიგინალიდან — 3 თებერვალი 2015. ციტირების თარიღი: 3 February 2015.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება