კონოლოფი (ლათ. Conolophus subcristatus) — ხვლიკი იგუანასებრთა ოჯახისა. მისი სხეულის სიგრძე 1 მ აღწევს. ზურგზე დაბალი ქედი გასდევს. თავი კაშკაშა ლიმონისფერია, ზურგის ცენტრალური ნაწილი — მოყავისფრო-წითელი, გვერდებისაკენ კი მუქ მურა ფერში გადადის. იკვებება მცენარეულობით, უფრო კაქტუსებით. კონოლოფი გავრცელებულია გალაპაგოსის კუნძულებზე. ამჟამად მხოლოდ ზოგიერთ კუნძულზეა შემორჩენილი.

კონოლოფი

მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Conolophus subcristatus (Gray, 1831)
დაცვის სტატუსი
მოწყვლადი
მოწყვლადი
IUCN 3.1 Vulnerable : 5240

ლიტერატურა

რედაქტირება