კონდაკოვის ზეგანი
კონდაკოვის ზეგანი (რუს. Кондаковское плоскогорье) — ზეგანი რუსეთში, იაკუტიაში (სახაში), მდინარე ინდიგირკის ქვემო წელის მარჯვენა ნაპირზე. სამხრეთიდან შემოსაზღვრულია ულახან-სისის ქედით. სიგრძე დაახლ. 200 კმ, სიგანე 150 კმ. სიმაღლე 480–490 მ-მდე. აქებულია ზედა იურული პერიოდის ქვიშაქვებით, ალევროლითებითა და ფიქლებით. ზედაპირი ძლიერაა დანაწევრებული მდინარეთა ხეობებით და დაფარულია მთა-ტუნდრის მცენარეულობით; სამხრეთ ნაწილის ხეობებში ლარიქსის ტყეტუნდრაა.[1]
კონდაკოვის ზეგანი | |
---|---|
რუს. Кондаковское плоскогорье | |
კოორდინატები: 70° ჩ. გ. 149° ა. გ. / 70° ჩ. გ. 149° ა. გ. | |
ქვეყანა | რუსეთი |
ტერიტორიული ერთეული | სახა (იაკუტია) |
სიმაღლე | 480–490 მ |
სიგრძე | 200 კმ |
სიგანე | 150 კმ |
ამგებელი ქანები | ქვიშაქვები, ალევროლითები, ფიქლები |
ასაკი | იურული პერიოდი |
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Кондаковское плоскогорье // Большая советская энциклопедия. — 3-е изд., т. 13 — М., 1973.