კომოს პროვინცია
კომოს პროვინცია (იტალ. Provincia di Como) — პროვინცია ჩრდილოეთ იტალიაში, ლომბარდიის რეგიონში. დედაქალაქია კომო. პროვინციის ფართობი 1 288 კმ²-ია, მოსახლეობა 582 736 (2008). შედგება 160 კომუნისგან.
ჩრდილოეთით ესაზღვრება შვეიცარია, აღმოსავლეთით — სონდრიოს და ლეკოს პროვინციები, სამხრეთით — მილანის, დასავლეთით კი ვარეზეს პროვინცია. კომოს პორვინციას მიეკუთვნება ასევე კომუნა კამპიონე-დ’იტალია, რომელიც იტალიის ანკლავს წარმოადგენს შვეიცარიის ტერიტორიაზე, ტიჩინოს კანტონში.
პროვინციის ტერიტორიას ფარავენ ბერგამის ალპები და გორაკ-ბორცვები, წყლის ყველაზე მნიშვნელოვანი მარაგია მყინვარული წარმოშობის კომოს ტბა. ეს პროვინცია ასევე იმითაა ცნობილი, რომ აქ ცხოვრობდა ალესანდრო ვოლტა, რომელმაც 1800 წელს ელექტრო-ბატარეა გამოიგონა.
კომუნები
რედაქტირება2010 წლის მონაცემებით, მოსახლეობის რაოდენობის მხრივ ძირითადი კომუნებია:
კომუნა | მოსახლეობა |
---|---|
კომო | 83 144 |
კანტუ | 36 742 |
მარიანო-კომენსე | 21.844 |
ერბა | 16 874 |
ოლჯატე-კომასკო | 10 893 |
ლურატე-კაჩივიო | 10 052 |
ჩერმენატე | 8 772 |
ფინო-მორნასკო | 8 748 |
ტურატე | 8 389 |
ლომაცო | 8 329 |
ინვერიგო | 8 280 |
მოცატე | 7 494 |
აპიანო-ჯენტილე | 7 236 |
კაბიატე | 7 100 |
ჩერნობო | 7 036 |
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ოფიციალური საიტი დაარქივებული 2011-02-26 საიტზე Wayback Machine. (იტალიური)