კომელინასებრნი (ლათ. Commelinaceae) — ერთლებნიან მცენარეთა ოჯახი. ბალახებია, აქვთ შეფოთლილი დამუხლული ღერო, აქტინომორფული ან ზოგჯერ ზიგომორფული ორსქესიანი ყვავილები.

კომელინასებრნი
Tradescantia
Tradescantia
მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Commelinaceae

ოჯახში 40 გვარია და 500-ზე მეტი, სხვა მონაცემებით 1000-მდე სახეობა. გავრცელებულია ნახევარსფეროს ტროპიკებსა და სუბტროპიკებში. ყოფილ სსრკ-ში 2 გვარია ცნობილი — კომელინა, რომელიც საქართველოშიც ორი სახეობით გვხვდება როგორც სარეველა, და ანეილემა (მხოლოდ 1 სახეობა იზრდება შორეულ აღმოსავლეთში). ტრადესკანცია, ზებრინა, სპირონემი და სხვა. აგრეთვე დეკორატიულ მცენარედ მოჰყავთ.

ლიტერატურა

რედაქტირება