კოლხეთის სატრაპია

კოლხეთის სატრაპია — სპარსეთის იმპერიის ერთ-ერთ რეგიონი, აქემენიანთა სახელმწიფოს ეპოქაში. ჰეროდოტეს ცნობით, აქემენიანთა იმპერიის 20 ოლქიდან (სატრაპიიდან) იყო რიგით მე-19 და საიმპერიო კარს ყოველწლიურად უხდიდა ხარკს, 300 ვერცხლის ტალანტის ოდენობით. გეოგრაფულად მოიცავდა სამხრეთ კოლხეთს და აერთიანებდა აქ მცხოვრებ ქართველურ ტომებს. მასში, ჰეროდოტეს მიხედვით, შედიოდნენ მოსხები, ტიბარენები, მაკრონები, მოსინოჲკები და მარები.[1]

მოსხებს თავზე ხის მუზარადები ეხურათ. პატარა ფარები და შუბები ჰქონდათ, ხოლო შუბის წვერები გრძელი იყო. ლაშქრობდნენ ტიბარენები, მაკრონები და მოსინოჲკები, რომლებიც მოსხესავით იყვნენ აღჭურვილნი. მათ მეთაურობდნენ და განაგებდნენ შემდეგი პირები: მოსხებსა და ტიბარენებს - არიომარდოსი, რომელიც დარიოსისა და პარმისის შვილი იყო, ეს უკანასკნელი კი სმერდისის შვილი იყო, კიროსის შვილისა. მაკრონებსა და მოსინოჲკებს განაგებდა არტაიკეტესი, რომელიც ჰელესპონტის სესტოსს მეურვეობდა.[2]

მარებს თავზე ადგილობრივი მოწნული მუზარადები ეხურათ; ეჭირათ ტყავის პატარა ფარები და ხელშუბები. ხოლო კოლხებს თავზე ხის მუზარადები ჰქონდათ, გამოუქნელი ტყავის პატარა ფარები და მოკლე შუბები. ამას გარდა დანები. მარებსა და კოლხებს განაგებდა ფარანდატეს ტეასპისის ძე. ალაროდიელები და სასპეჲრები კოლხების მსგავსად შეიარღებულები ლაშქრობდნენ. მათ განაგებდა მასისტიოსი, სირომიტრესის ძე.[3]

მაკრონებსა და მოსინიკებს არტაიკტესი — ჰელესპონტის სატრაპი, მარებისა და კოლხების სათავეში კი იდგა ფარანდატე.[4]

სატრაპიაში, არ შედიოდა ჩრდილოეთ კოლხეთი — კოლხეთის სამეფოს კლასიკური ტერიტორია. ფაზისის გარშემო მცხოვრები კოლხები ხარკს ნატურით იხდიდნენ. ისინი ყოველწლიურად 100 ბიჭსა და 100 გოგოს გზავნიდნენ სპარსეთში, ამის სანაცვლოდ კი მათ დარიოს I-ის მიერ გატარებული ადმინისტრაციული რეფორმა არ შეეხოთ და ნომინალური დამოუკიდებლობა შეინარჩუნეს.[4]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. ჰეროდოტე „ისტორია“. წიგნი - III: თალეჲა, მუხლი 94.
  2. ჰეროდოტე „ისტორია“. წიგნი - VII: პოლიმნია, მუხლი 78.
  3. ჰეროდოტე „ისტორია“. წიგნი - VII: პოლიმნია, მუხლი 79.
  4. 4.0 4.1 სონღულაშვილი ავთანდილ, ირანში ქართველთა ნაკვალევზე, თბილისი, 2005