ტალანტი (ბერძნ. talanton, თავდაპირველად „წონა, სასწორი“) — ბერძნული წონითი და ფულადი საანგარიშო ერთეული. ნასესხებია ბაბილონიდან. ტალანტი იყოფოდა 60 მინად და შეიცავდა 6000 დრაქმას ან 36000 ობოლს. სოლონის რეფორმის შემდეგ (ძვ. წ. 594) ბერძნულ სახელმწიფოებში დამკვიდრდა ატიკური ტალანტი, რომლის მასა 26,2 კგ იყო. ალექსანდრე მაკედონელის დროიდან (ძვ. წ. 336 — 323) ტალანტის მასა 25,9 კგ-მდე შემცირდა. ტალანტი ფულად მიმოქცევაში არ იყო, იგი მხოლოდ საანგარიშო ერთეულს წარმოადგენდა.

ლიტერატურა

რედაქტირება