კოდრატე (სამოცდაათთაგანი)
მოციქული კოდრატე (ბერძ. Άγιος Κοδράτος) — ქრისტეს მოციქული, მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანი, ხსენების დღე არის ძველი სტილით 21 სექტემბერი, ახალი სტილით — 4 ოქტომბერი. სავარაუდოდ დაიბადა I საუკუნის მეორე ნახევარში.
კოდრატე | |
---|---|
დაიბადა |
I საუკუნე ანატოლია |
გარდაიცვალა |
არაუადრეს 126 და არაუგვიანეს 129 ათენი |
ხსენების დღე | 26 მაისი |
მოღვაწეობა | მღვდელი და მწერალი |
ენა | ძველი ბერძნული ენა |
ცნობილი ნაშრომები | fragments of Quadratus |
ცხოვრება
რედაქტირებაწმინდა მოციქული კოდრატე მაგნეზიის (ნახევარკუნძული თესალიის აღმოსავლეთით) ეპარქიის მღვდელმთავარი იყო. მან მრავალი წარმართი მოაქცია ქრისტეს სჯულზე. ნეტარის ქრისტიანული მოღვაწეობა სიძულვილით ავსებდა კერპთმსახურებს. ერთხელ ბრბო თავს დაესხა მოციქულს, რომ ქვებით ჩაექოლათ, მაგრამ, წმინდანი ცოცხალი დარჩა. კერპთთაყვანისმცელებმა იგი საპყრობილეში ჩააგდეს და შიმშილით ამოხადეს სული (დაახლ. 130 წ.). კოდრატეს ცხედარი მაგნეზიაში დაკრძალეს.
კოდრატემ 126 წელს დაწერა და იმპერატორ ადრიანეს (117-138) წარუდგინა აპოლოგია ქრისტიანობის დასაცავად, რომელმაც ისე იმოქმედა ქრისტიან მორწმუნეთა მდევნელ ხელისუფალზე, რომ ბრძანა, სამხილის გარეშე არავინ გაესამართლებინათ.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- წმიდანთა ცხოვრება, ტომი III, თბილისი, 2001 წ.