კოდისხევის სამაროვანი

კოდისხევის სამაროვანი — არქეოლოგიური ძეგლი საქართველოში, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში. მდებარეობს სოფელ არბოშიკში, მინდორში, შავ გუბედ წოდებულ ადგილზე. მიეკუთვნება ძვ. წ. II ათასწლეულის დასასრულს. გამოვლინდა კოდისხევის წყალსაცავის მშენებლობის დროს.

დაზიანებული იყო ბულდოზერის მიერ, გაითხარა შვიდი ორმოსამარხი, რომლებშიც მიცვალებულები დაკრძალულები იყვნენ კიდურებმოხრილილი მარჯვენა ან მარცხენა გვერდზე, თავით ჩრდილოეთით, სამარხებში დადასტურდა თიხის ჭურჭელი (ქილა, ქვაბქოთანი, ჯამი და ასე შემდეგ.) რომელთა ნაწილი შემკულია ტალღურად და კონცენტრულად ამოღარული ხაზებით: ბრინჯაოს მასიური სამაჯურები, ზამბარიზებრი ბეჭედი, ნემსი, კავი, ობსიდიანისა და სარდიონის რომბისებრი, მრგვალი მძივები.

მოპოვებული არქეოლოგიური მასალა დაცულია საქართველოს ეროვნული მუზეუმის გურჯაანის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ საცავში.

ლიტერატურა

რედაქტირება