კურტ კობეინი

(გადამისამართდა გვერდიდან კობეინი, კურტ)

კურტ დონალდ კობეინი (ინგლ. Kurt Cobain; დ. 20 თებერვალი, 1967 — გ. 5 აპრილი, 1994) — ამერიკელი მუსიკოსი. ცნობილია როგორც სიეტლურ ჯგუფ ნირვანას ვოკალისტი, გიტარისტი და სიმღერების ავტორი.

კურტ კობეინი

კობეინი ნირვანასთან ერთად 1992 წელს
ბიოგრაფია
ნამდვილი სახელი კურტ დონალდ კობეინი
დაბ. თარიღი 1967 თებერვალი, 20
დაბ. ადგილი აბერდინი, აშშ
გარდ. თარიღი 5 აპრილი, 1994 (27 წლის)
გარდ. ადგილი სიეტლი, აშშ
ჟანრ(ებ)ი
საქმიანობა მუსიკოსი, სიმღერების ავტორი, შემსრულებელი
ინსტრუმენტ(ებ)ი
  • ვოკალი
  • გიტარა
აქტიური 1985–1994
ლეიბლ(ებ)ი
მეუღლე კორტნი ლავი (1992-1994, გარდაცვალებამდე)
აღსანიშნავი ინსტრუმენტები
Fender Jag-Stang
Fender Jaguar
Fender Mustang
Fender Stratocaster
Martin D-18E
Univox Hi-Flier[1]
ხელმოწერა
კურტ კობეინი ვიკისაწყობში

კობეინმა ნირვანა 1987 წელს, კრისტ ნოვოსელიჩთან ერთად დააარსა. 1991 წელს გამოვიდა ნირვანას ყველაზე წარმატებული ალბომი Nevermind, რომელიც 1990-იანი წლების ერთ-ერთი ყველაზე წარმატებულ ალბომად იქცა. 1994 წლის 8 აპრილს, კობეინი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს, სიეტლში. მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. მას თავში ნასროლი ჰქონდა საფანტის იარაღი.

ჟურნალ როლინგ სტოუნის ყველა დროის საუკეთესო გიტარისტების სიაში კობეინს მეთორმეტე ადგილი უკავია.[2][3]

ადრეული ცხოვრება

რედაქტირება

კურტ დონალდ კობეინი დაიბადა 1967 წლის 20 თებერვალს ვაშინგტონის შტატის ქალაქ აბერდინში,[4] ვენდი და დონალდ კობეინების ოჯახში. ვენდი ოფიციანტად მუშაობდა, ხოლო დონალდი — ავტომექანიკოსად. ისინი დაქორწინდნენ 1965 წლის 13 ივლისს შტატი აიდაჰოს ქალაქ კორ-დ’ალენში. კობეინების საგვარეულოს აქვს ირლანდიური, ინგლისური, შოტლანდიური და გერმანული ფესვები.[5] კობეინების ირლანდიელი წინაპრები 1875 ჩრდილოეთით ირლანდიიდან კანადაში, ონტარიოს პროვინციაში გადასახლდნენ, შემდეგ კი გადავიდნენ ვაშინგტონში. თავად კურტს, სჯეროდა, რომ მისი წინაპრები კორკის საგრაფოდან იყვნენ.[6] კურტის დაბადებიდან სამი წლის შემდეგ (1970 წლის 24 აპრილს) დაიბადა მისი უმცროსი და, კიმბერლი.

კობეინი მუსიკალურ ოჯახში იზრდებოდა, მისი ბიძა, ჩაკ ფრადენბურგი უკრავდა ბენდში The Beachcombers. დეიდა, მერი ერლი უკრავდა გიტარაზე სხვადასხვა ადგილობრივ ანსამბლებში. მისი ბაბუის ძმა, დელბერგი ირლანდიელი ტენორი იყო; იგი გადაღებულია 1930 წლის ფილმში „ჯაზის მეფე“.

კურტს მუსიკისადმი ინტერესი პატარა ასაკიდანვე გაუჩნდა. ორი წლის ასაკში დაიწყო სიმღერა. უკვე ოთხი წლის ასაკში უკრავდა პიანინოზე. კურტი უსმენდა არტისტებს, როგორებიც იყვნენ Ramones, Elecric Light Orchestra, მღეროდა სიმღერებს: Motorcycle Song, Hey Jude, Seasons in the sun.

როცა კურტი ცხრა წლის იყო, მისი მშობლები ერთმანეთს გაეყარნენ, რამაც ბიჭზე დიდი ზეგავლენა იქონია. კურტი სევდიანი და ჩაკეტილი გახდა. 1993 წელს, ერთ-ერთ ინტერვიუში იგი ამაზე ყვება:

მე მრცხვენოდა ჩემი მშობლების გამო. ამის გამო არ შემეძლო ნორმალურად მეურთიერთა სკოლაში ჩემს მეგობრებთან. საშინლად მსურდა მყოლოდა კლასიკური ტიპური უჯახი: დედა, მამა. მათი დაცვა მჭირდებოდა. ამის გამო მშობლებზე რამდენიმე წელი გაბრაზებული ვიყავი.[7]

მშობლების განშორების შემდეგ კურტი თავიდან მამასთან, დონთან ცხოვრობდა. დონი შეპირდა კურტს რომ არ დაქორწინდებოდა, მაგრამ მალევე ცოლად შეირთო ჯენი ვესტები. კურტი, მამამისი, ჯენი და მისი ორი შვილი, მინდი და ჯეიმსი საცხოვრებლად ახალ სახლში გადავიდნენ. კურტს მოსწონდა ჯენი, რომელიც მას დედობრივ მზრუნველობას უწევდა. 1979 წლის იანვარში დონალდს და ჯენის ეყოლად ვაჟი, ჩედ კობეინი, კურტის ნახევარძმა. განახლებულ ოჯახში, კურტს ვეღარ აქცევდნენ ძველებურ ყურადღებას, რის გამოც მან დაიწყო დედინაცვლის მიმართ უკმაყოფილების გამოხატვა. კურტი ჯერ გადავიდა ბებიასთან და ბაბუასთან, მამის მშობლებთან, შემდეგ დედის ნათესავებთან.

1985 წელს კურტმა შექმნა ჯგუფი, რომელიც „Fecal Matter“-ის სახელით იყო ცნობილი. ჯგუფი შემდგარი იყო ბას-გიტარისტ დეილ კროვერისგან, დრამერი გრეგ ხოკანსონიგან და თვითონ კობეინისგან, რომელიც ჯგუფში ვოკალისტი და გიტარისტი იყო. დაახლოებით, ერთი წლის განმავლობაში, ჯგუფი ჩამოყალიბდა ისე, რომ მათი ერთი დისკიც კი არ გამოსულა. ამის შემდეგ კურტმა გაავრცელა ნაცნობებში ჯგუფი „Fecal Matter“-ის დემო ჩანაწერები — მას სურდა შეექმნა ახალი ჯგუფი. ერთ-ერთი კასეტა მიეცა კრის ნოვოსელიჩს, მის მეგობარს. რამდენიმე ხანი, მან თითქოს-და დაივიწყა ამ ჩანაწერზე, მაგრამ ცოტახანში, მან უთხრა კურტს, რომ კარგი იქნებოდა თუ კურტი დაგეგმავდა ჯგუფის ორგანიზებას (მან მოისმინა ჩანაწერი და მასალა ძალიან მოეწონა). წარმოუდგენელმა ჯგუფმა (რომელშიც მალევე გაჩნდა მესამე მონაწილე — დასარტყამ ინსტრუმენტებზე დამკვრელი აარონ ბურკჰარდი) ჯგუფის დასახელება რამდენიმეჯერ შეცვალა: „Skid Row“, „Ted Ed Fred“, „Bliss“, „Pen Cap Chew“, — საბოლოოდ კი დატოვეს დასახელება „Nirvana“. „მე ვეძებდი დასახელებას, რომელიც იქნებოდა ლამაზი ან სასიამოვნო“ — ახსნა კურტმა. 1988 წ. გამოვიდა ჯგუფის პირველი სინგლი — „Love Buzz/Big Cheese“-ს, ხოლო შემდეგ წელს გაყიდვაში გამოვიდა ნირვანას დებიუტი ალბომი „Bleach“.

1991 წელს გამოვიდა ნირვანას მეორე ალბომი Nevermind, რომელმაც დიდი პოპულარობა მოიპოვა. სიმღერები „Smells Like Teen Spirit“, „Lithium“, „Come As You Are“ გახდა ჰიტი MTV-ზე. კურტი აღშფოთებული იყო უეცარი ალბომის წარმატებისგან: „მე რა თქმა უნდა არ მივცემ ნებას ჩემს თავს ვთქვა საკუთარ ჯგუფზე მხოლოდ კარგი. თავს სულელურად ვგრძნობდი იმის გამო, რომ სცენაზე არის უამრავი ჯგუფი, რომლებიც ჩვენსავით კარგად მღერიან, ან ჩვენზე კარგად, მაგრამ რატომღაც მხოლოდ ჩვენ ვიპყრობთ ყურადღებას“. ასევე მან აღნიშნა, რომ ცოტათი არ არის კმაყოფილი დისკისგან გამოცემული ხმისგან, რადგან ის ისმის რაღაც „ნაზად“ და „პაპსურად“. მაგრამ როგორც არ უნდა ყოფილიყო, სწორედ ალბომ Nevermin'-ის გამოშვების შემდეგ, ეწვია ნირვანას დიდი პოპულარობა და წარმატება, ხოლო კურტი აღიარეს „თაობის ხმა“-დ.

დისკოგრაფია

რედაქტირება

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. "The Kurt Cobain Equipment F.A.Q.". kurtsequipment.com.
  2. 100 Greatest Guitarists of All Time 12: Curt Cobain. Rolling Stone. ციტირების თარიღი: January 29, 2012.
  3. 100 Greatest Singers of All Time 45: Curt Cobain. Rolling Stone. ციტირების თარიღი: January 29, 2012.
  4. Cross, Charles (2008). Cobain Unseen. Little, Brown and Company. ISBN 978-0-316-03372-5. 
  5. Azerrad, Michael (1993). Come as You Are: The Story of Nirvana. New York City: Knopf Doubleday. ISBN 0-385-47199-8. 
  6. Savage, Jon. (August 15, 1993) Sounds Dirty: The Truth About Nirvana. By Jon Savage : Articles, reviews and interviews from Rock's Backpages. ციტირების თარიღი: December 5, 2013.
  7. Savage, John. Kurt Cobain: The Lost Interview. NirvanaFreak.net. დაარქივებულია ორიგინალიდან — April 30, 2004. ციტირების თარიღი: April 8, 2012.