კობა აბზიანიძე

ქართველი სამხედრო პირი, აფხაზეთის ომის მონაწილე
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ აბზიანიძე.

სოსო (კობა) აბზიანიძე (დ. 6 აგვისტო, 1965, თბილისი — გ. 3 ნოემბერი, 1992, სოფ. შრომა, ახლანდ. სოხუმის მუნიციპალიტეტი)[1] — საქართველოს ერთიანობისათვის მებრძოლი, თადარიგის ლეიტენანტი. დეტექტიურ საზოგადოება „დეტას“ ინსპექტორი. იბრძოდა აფხაზეთის ომში, სპეციალური დანიშნულების ასეულში. დაიღუპა სოფელ შრომასთან სასიკვდილოდ დაჭრილი მეგობრის ვაჟა ბანეთიშვილის გამოყვანის დროს. დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით. დაკრძალულია საბურთალოს ძმათა სასაფლაოზე.[2]

კობა აბზიანიძე
ეროვნება ქართველი
დაბადების თარიღი 6 აგვისტო, 1965
დაბადების ადგილი თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
გარდაცვალების თარიღი 3 ნოემბერი, 1992 (27 წლის)
გარდაცვალების ადგილი შრომა, სოხუმის რაიონი, აფხაზეთის არ, საქართველო
კუთვნილება ავღანეთის სპეციალური დანიშნულების ასეული
წოდება ლეიტენანტი
ბრძოლები/ომები აფხაზეთის ომი
ჯილდოები ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენი

თბილისში მის სახელს ატარებს ქუჩა სამგორის რაიონში (ორხევი), ადრე მისი სახელი ერქვა სოსო ღვინიაშვილის ქუჩას.

  1. სოსო აბზიანიძე 1965-92წწ. ka. mematiane.ge. ციტირების თარიღი: 25 იანვარი, 2024
  2. ენციკლოპედია „თბილისი. ქუჩები, გამზირები, მოედნები“, თბ., 2008. — გვ. 251, ISBN 978-99928-20-35-3.