კნოლევის საცხოვრებელი სახლი
კნოლევის საცხოვრებელი სახლი — არქიტექტურული ძეგლი, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ კნოლევის ცენტრში. აგებულია XIX საუკუნის II ნახევარში. მოგვიანებით მასში რვაწლიანი სკოლა გახსნეს, ამიტომ სახლის გეგმა მთლიანად გადაკეთებულია. აივნების რიკულები შეცვლილია. სახლი ნაგებია აგურითა და ქვით, ქვედა ცოკოლის სართული ნახევარსარდაფია სამეურნეო სათავსებით. ჩრდილოეთით და აღმოსავლეთით სახლს ხის ღია აივნები აქვს. ჩრდილოეთ აივნის აღმოსავლეთ კუთხეში, სვეტებს შორის აივნის პორტალია. პორტალის შიგნით იატაკი აივნის იატაკზე დაბალია და აქაც ექვსსაფეხურიანი კიბეა, აივნის ამ ნაწილს ხის მოაჯირი აქვს. ქვის კაპიტალური კედლით სახლი შუა ნაწილში მთელ სიგრძეზე ორ მონაკვეთადაა გაყოფილი. ოთახები და დერეფნები 0,15 მეტრ სიგანის ტიხრებით იყო გაყოფილი. სახლს ხის ნივნივებზე გაწყობილი კრამიტის სახურავი ჰქონდა.
ლიტერატურა
რედაქტირება- საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990. — გვ. 378.