კლიშე (ტიპოგრაფია)

(გადამისამართდა გვერდიდან კლიშე)

კლიშე (ფრანგ. cliché) — საბეჭდი ფორმა, იყენებენ საილუსტრაციო ორიგინალების მაღალი ბეჭდვის ხერხით აღწარმოებისათვის. სარეპროდუქციო ორიგინალის ხასიათის მიხედვით, კლიშე არის შტრიხული და რასტრული.

შტრიხულ კლიშეს იღებენ შტრიხებით შედგენილი გამოსახულებიდან (კალმით ნახატი, გრავიურის ანაბეჭდი, ნახაზი).

რასტრულ კლიშეს ნახევრადტონოვანი გამოსახულებიდან, რომელიც შედგება სხვადასხვა ნაჯერობის ელემენტებისაგან (ფოტოსურათი, აკვარელით ან ზეთის საღებავებით ნახატი). კლიშეს აკეთებენ ხეზე, ლინოლეუმზე, თუთიაზე (ყველაზე მეტადაა გავრცელებული), ასევე თითბერზე, სპილენძზე, პლასტმასაზე.

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

ლიტერატურა რედაქტირება

  • ქსე, ტ. 5, გვ. 561, თბ., 1980