კლეოპატრა V ტრიაფენა (ბერძ. Κλεοπάτρα Τρύφαινα; დ. დაახლ. ძვ. წ. 69/68 — გ. ძვ. წ. 57) — ეგვიპტის პტოლემეური დედოფალი. ის არის ერთადერთი პტოლემე XII-ს დადასტურებულად ცნობილი ცოლი. მისი ერთადერთი ცნობილი შვილია ბერენიკა IV, თუმცა ასევე მიიჩნევა კლეოპატრა VII-ს შესაძლო დედადაც.

წარმოშობა და ქორწინება

რედაქტირება

მწირი ინფორმაციის გამო კლეოპატრა V პტოლემეების დინასტიის ძალიან ბუნდოვანი წარმოამადგენელია. მის შესახებ მხოლოდ რამდენიმე დაუზუსტებელი ფაქტია ცნობილი. მისი ცხოვრების მრავალი ასპექტის შესახებ ურთიერთ საწინააღმდეგო თეორიები არსებიობს.[1] ყველა ანტიკურ წყაროში მისი სახელია ტრიაფენა. ეს სავარაუდოდ, მისი დაბადების სახელია, რომელსაც იგი ტახტზე ასვლამდე ატარებდა (ტახტის მემკვიდრეები ტრადიციულად ღებულობდნენ სახელს კლეოპატრა).[2] ზოგიერთი თანამედროვე მეცნიერი კლეოპატრა ტრიაფენას მიიჩნევს პტოლემე XII-ად და აიგივებს კლეოპატრა VI-სთან.[3] ანტიკური ხანის გერმანელი პროფესორი ვერნერ ჰუსი მას კლეოპატრა VII ტრიაფენად მოიხსენიებს.[4]

კლეოპატრა V-ს მშობლები უცნობია. ერთი ვერსიით ის შესაძლებელია ყოფილიყო პტოლემე IX-ს კანონიერი ან უკანონო შვილი,[5] ხოლო მეორე ვერსიით პტოლემე X-ს კანონიერი შვილი.[6] წყაროებში ნახსენებია, რომ ძვ. წ. 88 წელს პტოლემე X-მ დატოვა ეგვიპტე მის მეუღლესთან ბერენიკა III-სთან და ქალიშვილთან ერთად. კლეოპატრა ტრიაფენა შესაძლებელია იყოს მისი უსახელო შვილი.[7]

კლეოპატრა V პირველად ძვ. წ. 79 წლის ორ პაპირუსშია ნახსენები. ერთ ერთი მათგანი თარიღდება ძვ. წ. 79-ის 17 იანვრით.[8] ამ წელს ის ეგვიპტის მეფე პტოლემე XII-ზე დაქორწინდა. მისი ტიტულები იძებნება ედფუში და ფილაიში. მთ შორის: რას და, ქალი მმართველი, ორი მიწის დედოფალი.[9]

გარდაცვალება და იდენტიფიცირება

რედაქტირება

არ არის ცნობილი კლეოპატრა V რამდენი ხანი ცხოვრობდა, ასევე პრობლებურია იდენტიფიცირება ისტორიაში მოხსენიებულ კლეოპატრათაგან კონკრეტულად რომელია. პტოლემეების ერთმანეთისგან გასარჩევად მათი ნუმერაცია თანამედროვე მიდგომაა და ანტიკურ პერიოდშ არ გამოიყენებოდა. კლეოპატრა V ტრიაფენა დაახლოებით იმ პერიოდში ქრება ასპარეზიდან როდესაც კლეოპატრა VII დაიბადა (ძვ. წ. 69 ). მისი სახელი გამქრალია პაპირუსებიდან და მონუმენტებიდან.[10]

არსებობს გარკვეული მინიშნებები, რომ ის შესაძლოა მშობიარობის დროს გარდაცვლილიყო ან საერთოდ მოეკლათ. მეორეს მხრივ ედფუს ტაძარზე, ძვ. წ. 57 წლის 5 დეკემბერს მისი სახელი კლეოპატრა ტრიაფენა პტოლემეი XII-ს სახელის გვერდითაა ამოკვეთილი. რაც იძლევა იმის ვარაუდის საშუალებას, რომ ის პტოლემეი XII-ს ცოლი იყო. ვერნელ ჰუსის მოსაზრებით ძვ. წ. 69 წელს კლეოპატრა V-სა და პტოლემეი XII-ს შორის მოხდა განხეთქილება, რის გამოც კლეოპატრა V იძულებული გახდა გაშორებოდა მას და უარი ეთქვა ტიტულზე.[11]

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Lloyd Llewellyn-Jones: Cleopatra VI Tryphaina. In: Roger S. Bagnall et al.: The Encyclopedia of Ancient History. Wiley-Blackwell, Malden (MA) 2013, ISBN 9781405179355, vol. 3, p. 1568.
  2. Christopher Bennett: Cleopatra V., note 1 დაარქივებული 2010-05-05 საიტზე Wayback Machine. .
  3. Dodson, Aidan and Hilton, Dyan. The Complete Royal Families of Ancient Egypt. Thames & Hudson. 2004. ISBN 0-500-05128-3
  4. Werner Huß, Ägypten in hellenistischer Zeit (Egypt in Hellenistic times). C. H. Beck, Munich 2001, ISBN 3-406-47154-4, p. 674 and passim.
  5. Werner Huß, Ägypten in hellenistischer Zeit, p. 674-675 with note 16 (who considers it probable, that Cleopatra V was the full sister of Ptolemy XII).
  6. Ptolemaic Dynasty – Cleopatra V Tryphaena. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-05-05. ციტირების თარიღი: 2020-02-11.
  7. Christopher Bennett: Cleopatra V., note 5 დაარქივებული 2010-05-05 საიტზე Wayback Machine. .
  8. Friedrich Preisigke, Wilhelm Spiegelberg: Prinz Joachim-Ostraka. Nr. 1 (= Sammelbuch griechischer Urkunden aus Ägypten (SB). Bd. 3, Nr. 6027).
  9. Lloyd Llewellyn-Jones: Cleopatra VI Tryphaina. In: Roger S. Bagnall et al.: The Encyclopedia of Ancient History, vol. 3, p. 1569.
  10. She is lastly mentioned in a monument dated on August 8, 69 BC (Wilhelm Dittenberger In: Orientis Graeci inscriptiones selectae. (OGIS) I 185), but her name is already missing in a record dated on November 1, 69 BC (Christopher Bennett: Cleopatra V., note 11 დაარქივებული 2010-05-05 საიტზე Wayback Machine. ).
  11. Werner Huß, Ägypten in hellenistischer Zeit, p. 679.