მთავარი მენიუს გახსნა

ბერენიკა IV (დ. ძვ. წ. 77, ალექსანდრია) — პტოლემე XII-ისა და სავარაუდოდ, კლეოპატრა V-ის ქალიშვილი. კლეოპატრა VI-ისა და კლეოპატრა VII-ის და.

ბერენიკა IV-ს უყვარდა გართობა და ძვირფასეულობა. იყო საკმაოდ ზარმაცი და ეშინოდა დაბალი კლასის წარმომადგენლებთან ურთიერთობა, უყვარდა თავისი ოჯახი და მეგობრები, საუბრობდა მხოლოდ მშობლიურ ენაზე, არ ჰქონდა საკმარისი განათლება, გამოირჩეოდა დიდი სილამაზით.

ძვ. წ. 58 წელს პტოლემე XII და კლეოპატრა VII გაიქცნენ რომში, მის წინააღმდეგ ბერენიკას უფროსი დის ტრიფაენის მხარდასაჭერად. მისი გარდაცვალების შემდეგ ძვ. წ. 57 წელს ბერენიკა IV გახდა ეგვიპტის ერთადერთი მართველი, ხოლო მშობლების დაბრუნების შემდეგ ბერენიკა ტახტიდან ჩამოაგდეს და სიკვდლილით დასაჯეს.

ბერენიკა IV თავისმა მრჩევლებმა აიძულეს ცოლად გაყოლოდა სელევკიდ კიბიოზაკტს, რომელიც ბერენიკას ბრძანებით გაგუდეს, მოგვიანებით ბერენიკა ცოლად გაყვა არხელაის, მაგრამ იგი ვერ უწევდა წინააღმდეგობას მმართველობაში. არხელაი პომპეუსმა დანიშნა უმაღლეს ქურუმად კაპადოკიაში და ითვლებოდა მითრიდატე VIს შვილად.

ბერენიკას მეფობა დამთავრდა ძვ. წ. 55 წელს, როდესაც მისმა მამამ ტახტი დაიბრუნა რომაელების დახმარებით, აულუს გაბინიუსის მეთაურობით. მამის ბრძანებით ბერენიკას მოაჭრეს თავი და ლანგარზე დადებული მიუტანეს მას, ამ ყველაფერს ბერენიკას დედა კლეოპატრა საიდუმლოდ უთვალთვალებდა. არხელაი დაიღუპა გაბინიუსთან წინააღმდეგ ბრძოლაში, რომელთანაც სტრაბონის თანახმად მეგობრული ურთიერთობები ჰქონდა.

ლიტერატურარედაქტირება