კლდოვანი კუნძულები (პალაუ)
პალაუს კლდოვანი კუნძულები, აგრეთვე ცნობილი როგორც ჩელბაჩები — კირქვის ან მარჯნის კუნძულების პატარა ჯგუფი, მარჯნის უძველესი რიფების ნარჩენები, რომლებიც განლაგებულია პალაუს სამხრეთ ლაგუნაში, კორორსა და პელელიუს შორის. ამჟამად მიეკუთვნება კორორის შტატს. სხვადასხვა წყაროს მიხედვით, ჯგუფში 250—300 კუნძულია, რომელთა საერთო ფართობი 47 კმ²-ია. კუნძულები დაუსახლებელია; გამოირჩევა პლაჟებითა და ლურჯი ლაგუნებით, ზოგიერთი კუნძული კი უცნაური, ქოლგის ფორმისაა. კლდოვანი კუნძულები და მიმდებარე ტერიტორია ძალზედ პოპულარულია ტურისტებში. მრავალ ლაგუნას შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია მედუზების ტბა, სადაც მრავალი უიშვიათესი მედუზა ბინადრობს, რომლებიც მხოლოდ პალაუში გვხვდება.
პალაუს კლდოვანი კუნძულების ლაგუნები* | |
---|---|
იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი | |
ქვეყანა | პალაუ |
ტიპი | შერეული |
კრიტერიუმები | (iii)(v)(vii)(ix)(x) |
სია | [1] |
რეგიონი** | აზია-ოკეანეთი |
კოორდინატები | 7°15′ ჩ. გ. 134°24′ ა. გ. / 7.250° ჩ. გ. 134.400° ა. გ. |
გაწევრიანების ისტორია | |
გაწევრიანება | 2012 (36-ე სესია) |
ნომერი | 1386 |
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში. ** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი. |
მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 1386 ინგლ. • რუს. • ფრ. |
ჯგუფის უდიდესი კუნძულებია:
- ნგერუკტაბელი
- ულონგი
- ეილ-მალკი
გალერეა
რედაქტირება-
კუნძული ეილ-მალკი
-
გიგანტური მოლუსკი.
-
მყვინთავი მედუზების ტბაში
-
მარჯნები
-
ზღვის ვარსკვლავა
-
მყვინთავი და მარჯნები
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირებავიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
- Island Directory დაარქივებული 2012-02-04 საიტზე Wayback Machine.
- Map of Mecherchar (Eil Malk)