კლდეცოცია (ლათ. Tichodroma) — ფრინველების გვარი ბეღურასნაირთა რიგისა. შეიცავს ერთადერთ სახეობა — წითელფრთიან კლდეცოციას (ლათ. Tichodroma muraria). ტანად მომცროა (160-175 მმ). თავი და ზურგი რუხი აქვს, ფრთების მფარავი ბუმბული — წითელი, მომქნევები — შავი, თეთრკოპლებიანი. წვრილი და გრძელი ნისკარტი რკალისებურად აქვს მოხრილი. მოგრძო თითები კარგად განვითარებული ბრჭყალებით ბოლოვდება. კლდეცოცია ბინადრობს კლდოვან ადგილებში. საქართველოში გვხვდება სუბალპურ და ალპურ ზონებში. ზამთრობით შეიძლება დაბლობებშიაც გამოჩნდეს ფლატეებზე. ბუდეს იკეთებს კლდის ნაპრალებში. დებს 3—4 კვერცხს. იკვებება მწერებითა და ობობებით.

კლდეცოცია
წითელფრთიანი კლდეცოცია
წითელფრთიანი კლდეცოცია
მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Tichodroma

ლიტერატურა

რედაქტირება