კლაუს ზეგბერსი

გერმანელი პოლიტოლოგი

კლაუს ზეგბერსი (გერმ. Klaus Segbers; დ. 1954, დორტმუნდი, გერმანია) — გერმანელი პოლიტოლოგი და ბერლინის თავისუფალ უნივერსიტეტში საერთაშორისო ურთიერთობების და აღმოსავლეთ ევროპათმცოდნეობის პროფესორი. იგი ასევე არის ბერლინის თავისუფალ უნივერსიტეტთან არსებული გლობალური პოლიტიკის ცენტრის („Center for Global Politics“) დამფუძნებელი და ხელმძღვანელი. მისი კვლევის საგანია საერთაშორისო ურთიერთობების თეორიები, ტრანსფორმაციები პოსტსაბჭოთა სივრცეში, საერთაშორისო პოლიტიკური ეკონომია და გლობალიზაცია.

კლაუს ზეგბერსი
გერმ. Klaus Segbers
დაბ. თარიღი 1954[1] [2]
დაბ. ადგილი დორტმუნდი[3]
მოქალაქეობა  გერმანია
საქმიანობა პოლიტოლოგი[3] , მეცნიერი[3] და უნივერსიტეტის პროფესორი
მუშაობის ადგილი ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტი და ჰარვარდის უნივერსიტეტი
ალმა-მატერი რურის უნივერსიტეტი ბოხუმში, კონსტანცის უნივერსიტეტი და ბრემენის უნივერსიტეტი

1974-1979 წლებში ზეგბერსი სწავლობდა ისტორიას, პოლიტოლოგიას და ფილოსოფიას რურის უნივერსიტეტსა და კონსტანცის უნივერსიტეტებში. 1987 წელს მან მოიპოვა PhD ხარისხი ბრემენის უნივერსიტეტისგან სადაც იგი იკვლევდა საბჭოთა კავშირს მეორე მსოფლიო ომის დროს. 1990-1995 წლებში ზეგბერსი მუშაობდა გერმანიის ლიდერ ანალიტიკურ ინსტიტუტშიმეცნიერებისა და პოლიტიკის ფონდი (SWP), ებენჰაუზენში, 1992 წელს კი პროფესორის წოდება საბჭოთა კავშირში სისტემური ცვლილებების შესახებ დაწერილი წიგნის წყალობით მიიღო. 1995 წელს ზეგბერსი ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტის პროფესორი გახდა.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. NUKAT — 2002.
  2. MAK
  3. 3.0 3.1 3.2 Deutsche Nationalbibliothek Record #111349559 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.