კლარის ლისპექტორი
ამ სტატიაში არ არის მითითებული სანდო და გადამოწმებადი წყარო. |
კლარის ლისპექტორი (პორტ. Clarice Lispector, უკრ. Хая Пінкасівна Ліспектор); დ. 10 დეკემბერი, 1920 — გ. 9 დეკემბერი, 1977) — უკრაინული წარმოშობის ბრაზილიელი მწერალი, რომელმაც საერთაშორისო აღიარება თავისი ინოვაციური რომანებითა და მოკლე მოთხრობებით მოიპოვა. დასავლეთ უკრაინაში, ებრაულ ოჯახში დაბადებული მწერალი სულ რამდენიმე თვის იყო, როცა პირველი მსოფლიო ომის შემდეგ მამის გადაწყვეტილებით ოჯახთან ერთად მშობლიურ მიწაზე დატრიალებულ საშინელებას განერიდა და ბრაზილიაში გადასახლდა.
კლარის ლისპექტორი | |
---|---|
დაბადების თარიღი | 10 დეკემბერი, 1920[1] [2] [3] [4] [5] [6] |
დაბადების ადგილი | ჩეჩელნიკი, უკრაინის სსრ |
გარდაცვალების თარიღი | 9 დეკემბერი, 1977[1] [2] [3] [4] [5] [7] [6] (56 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | რიო-დე-ჟანეირო[8] |
ფსევდონიმი | Helen Palmer და Terelu |
საქმიანობა | სცენარისტი[6] , მთარგმნელი[6] , ჟურნალისტი, რომანისტი, მხატვარი და მწერალი[6] [9] |
ენა | პორტუგალიური ენა |
მოქალაქეობა |
უკრაინის სსრ ბრაზილია[10] |
ალმა-მატერი | Federal University of Rio de Janeiro Faculty of Law |
Magnum opus | ვარსკვლავის დრო, The Passion According to G.H., Family Ties და ველურ გულთან ახლოს |
ჯილდოები | Prêmio Jabuti[11] , Ordem do Mérito Cultural და Prêmio Jabuti[12] |
მეუღლე | Maury Gurgel Valente[4] |
ხელმოწერა | |
საიტი | claricelispector.com.br |
კლარისი გაიზარდა რესიფში, ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთში მდებარე შტატის, პერნამბუკოს დედაქალაქში. ცხრა წლისა იყო, როცა დედა გარდაეცვალა. რამდენიმე წლის შემდეგ ოჯახი რიო-დე-ჟანეიროში გადასახლდა. რიოს იურიდიულ სკოლაში სწავლისას მან თავისი პირველი ჟურნალისტური ნაშრომებისა და მოთხრობების გამოქვეყნება დაიწყო, 23 წლის ასაკში კი პირველი რომანი — „ველურ გულთან ახლოს“ გამოსცა. ცნობიერების ნაკადის ტექნიკით დაწერილმა რომანმა, რაც იმდროინდელი ბრაზილიისთვის ლიტერატურული ინოვაცია იყო, ავტორს მალევე მოუტანა პოპულარობა.
1944 წელს ბრაზილიელ დიპლომატზე დაქორწინდა და მომდევნო 15 წელი ევროპასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში გაატარა. 1959 წელს რიო-დე-ჟანეიროში დაბრუნების შემდეგ ავტორმა დაიწყო თავის ყველაზე ცნობილ ნაწარმოებებზე მუშაობა, მათ შორის მოთხრობათა კრებულზე Laços de Família და რომანებზე: A Paixão Segundo GHდა Água Viva. 1966 წელს მომხდარი უბედური შემთხვევისას დაშავების შედეგად,[13] ცხოვრების უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში მუდმივი ტკივილი აწუხებდა, თუმცა ლიტერატურული საქმიანობა სიკვდილამდე არ შეუწყვეტია.
2009 წელს ამერიკელმა მწერალმა ბენჟამინ მოსერმა გამოაქვეყნა კლარის ლისპექტორის ბიოგრაფია, რის შემდეგაც ფართოდ დაიწყო ავტორის წიგნების თარგმნა. მოსერი ლისპექტორს კაფკას შემდეგ ყველაზე მნიშვნელოვან ებრაელ ავტორს უწოდებს.[14]
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ოფიციალური საიტი დაარქივებული 2007-05-24 საიტზე Wayback Machine.
- The Brazilian Sphinx. ლორი მური. NY Review of Books,
- An appreciation by Anderson Tepper in Nextbook
- Clarice Lispector: An Influential and Original Brazilian Writer
- Biographcal timeline (ინგლისურად)
- Interview with TV Cultura, Sao Paulo, Feb 1977 (პორტუგალიურად ინგლისური სუბტიტრებით)
- Reviews of journalistic prose
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 2.0 2.1 Encyclopædia Britannica
- ↑ 3.0 3.1 SNAC — 2010.
- ↑ 4.0 4.1 4.2 Itaú Cultural Enciclopédia Itaú Cultural — São Paulo: Itaú Cultural, 2001. — ISBN 978-85-7979-060-7
- ↑ 5.0 5.1 Internet Speculative Fiction Database — 1995.
- ↑ 6.0 6.1 6.2 6.3 6.4 The Fine Art Archive — 2003.
- ↑ Gran Enciclopèdia Catalana — Grup Enciclopèdia, 1968.
- ↑ Deutsche Nationalbibliothek Record #118780158 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
- ↑ Latin American Women Writers: an Encyclopedia — ISBN 978-0-415-97971-9
- ↑ https://books.google.es/books?id=7GXEnFuJJNMC&pg=PA149&lpg=PA149&dq=1943+clarice+lispector+naturalizacao&source=bl&ots=v5ecI8GKud&sig=ACfU3U34use-f-NztaYd4R90aJP3MMLpFA&hl=es&sa=X&ved=2ahUKEwjw-My0iMn2AhXPGuwKHc-wBRAQ6AF6BAgPEAM#v=onepage&q=1943%20clarice%20lispector%20naturalizacao&f=false
- ↑ https://www.premiojabuti.com.br/premiados-por-edicao/premiacao/?ano=1961
- ↑ https://www.premiojabuti.com.br/premiados-por-edicao/premiacao/?ano=1978
- ↑ Gotlib, p. 368.
- ↑ Ha, T. H., "Clarice Lispector's Magical Prose", The Atlantic, 21 აგვისტო, 2015.