კლარა იმერვაჰრი ( გერმ. Clara Immerwahr ; დ. 21 ივნისი, 1870 — გ. 2 მაისი, 1915) — გერმანელი ქიმიკოსი და ქალთა უფლებების დამცველი.

კლარა იმერვაჰრი
გერმ. Clara Immerwahr[1]
დაბ. თარიღი 21 ივნისი, 1870(1870-06-21)[1] [2] [3] [4]
დაბ. ადგილი Wojczyce[5]
გარდ. თარიღი 2 მაისი, 1915(1915-05-02)[1] [2] [3] (44 წლის)
გარდ. ადგილი Dahlem[5]
დასაფლავებულია Friedhof am Hörnli[6]
მოქალაქეობა  პრუსიის სამეფო
საქმიანობა ქიმიკოსი[7] , ქალთა უფლებების დამცველი და ომის მოწინააღმდეგე აქტივისტი
ალმა-მატერი ვროცლავის უნივერსიტეტი
სამეცნიერო ხარისხი საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა დოქტორი[5]
მეუღლე ფრიც ჰაბერი[7]
მამა Philipp Immerwahr
დედა Anna Immerwahr
შვილ(ებ)ი Hermann Haber

ბიოგრაფია

რედაქტირება

კლარა დაიბადა ფერმაში ბრესლაუს მახლობლად, ებრაულ ოჯახში. მშობლები: ქიმიკოსი ფილიპ იმერვაჰრი და ანა კრონი. კლარა უმცროსი შვილი იყო, მის გარდა ოჯახში კიდევ სამი ბავშვი იზრდებოდა. 1890 წელს კლარას დედა კიბოთი გარდაიცვალა. ამის შემდეგ კლარა და მისი მამა ბრესლაუში გადავიდნენ. [8] მომავალმა მეცნიერმა იქ დაამთავრა უნივერსიტეტი. 1897 წელს უარი თქვა იუდაიზმზე და ლუთერანიზმზე გადავიდა.

1900 წელს კლარა იმერვაჰრმა მიიღო ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი ქიმიაში რიჩარდ აბეგის ხელმძღვანელობით. იგი იყო პირველი ქალი, რომელსაც ვროცლავის უნივერსიტეტმა დოქტორანტის წოდება მიანიჭა.

1901 წელს ცოლად გაჰყვა ქიმიკოს, შემდგომში ნობელის პრემიის ლაურეატ ფრიც ჰაბერს . ვინაიდან, იმ დროს გავრცელებული ცრურწმენების გამო, კლარას არ შეეძლო სრულად დამოუკიდებლად დაკავებულიყო სამეცნიერო საქმიანობით, იგი ეხმარებოდა მეუღლეს ნაშრომების ინგლისურად თარგმნაში. 1902 წლის 1 ივნისს კლარას შეეძინა ვაჟი, ჰერმან ჰაბერი (1902–1946). მისი შვილიშვილი იყო ცნობილი ამერიკელი ისტორიკოსი ფრიც შტერნი.

პირველი მსოფლიო ომის დაწყების შემდეგ ფრიც ჰაბერმა მონაწილეობა მიიღო გერმანული არმიისთვის ქიმიური იარაღის შემუშავებაში. მისი წყალობით, გერმანულმა არმიამ შეძლო იპრიტის(მდოგვის გაზის) გამოყენება იპრესის ბრძოლის დროს, ჰაბერი პირადად ესწრებოდა ახალი იარაღის პირველ საბრძოლო გამოყენებას.

გარდაცვალება

რედაქტირება
 
ფრიცისა და კლარა ჰაბერის საფლავი ბაზელში

ჰაბერის ბელგიიდან დაბრუნების შემდეგ მალევე, კლარამ თავი მოიკლა პისტოლეტის მკერდში გასროლით. იგი გარდაიცვალა 1915 წლის 2 მაისს. კლარა იმერვაჰრის თვითმკვლელობის ამბავი გაზეთებში პრაქტიკულად არ გავრცელებულა. ერთადერთი შეტყობინება გამოქვეყნდა გარდაცვალებიდან ექვსი დღის შემდეგ პროვინციულ გაზეთ Grunewald-Zeitung-ში, სადაც ეწერა, რომ თავი მოიკლა ფრონტზე დალემიდან წასული დოქტორ ჰ.-ს მეუღლემ და ქალის საქციელის მიზეზი არ იყო ცნობილი.. [9]

ვინაიდან კლარა იმერვაჰრის თვითმკვლელობის გარემოებები ზუსტად არ იყო ცნობილი და არც ეასპერტიზა ჩატარებულა, მომხდარ ფაქტს შემდგომში მოჰყვა სხვადასხვა ვერსიები თვითმკვლელობის გარემოებებთან და მოტივთან დაკავშირებით. სავარაუდოდ, როგორც პაციფისტმა, კლარამ ვერ აიტანა მასობრივი განადგურების იარაღის შექმნაში მეუღლის და ირიბად საკუთარი მონაწილეობა. ცოლის დაღუპვის შემდგომ დილით ფრიც ჰაბერმა ორგანიზება გაუწია აღმოსავლეთის ფრონტზე პირველ შეტევას გაზით. [10]

კლარა იმერვაჰრი დაკრძალულია ბაზელში მეუღლესთან ერთად.

საერთაშორისო ორგანიზაცია Doctors for the Prevention of Nuclear War 1991 წლიდან ყოველწლიურად გასცემს კლარა იმერვაჰრის სახელობის პრესტიჟულ პრემიას —Clara Immerwahr Prize. [11]

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 Deutsche Nationalbibliothek Record #119097486 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  2. 2.0 2.1 FemBio database
  3. 3.0 3.1 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  4. MAK
  5. 5.0 5.1 5.2 https://stadtlexikon.karlsruhe.de/index.php/De:Lexikon:bio-0594
  6. Find a Grave — 1996.
  7. 7.0 7.1 Ogilvie M. B. The Biographical Dictionary of Women in Science: Pioneering Lives From Ancient Times to the Mid-20th CenturyRoutledge, 2003. — Vol. 1. — P. 540–541. — 798 p. — ISBN 978-1-135-96342-2
  8. Clara Immerwahr profile დაარქივებული 2019-05-23 საიტზე Wayback Machine. , jwa.org; accessed 27 April 2015.
  9. შეცდომა თარგის გამოძახებისას: cite web: პარამეტრები url და title აუცილებელად უნდა მიეთითოს.. დაარქივებულია [{{{url}}} ორიგინალიდან] — 2019-05-16.
  10. Сорвина М.Ю. Одинокий голос Клары Иммервар // «Знание — сила». — 2015, №10. — С. 54–61
  11. ВЫБОР. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-03. ციტირების თარიღი: 2016-02-24.