კლარა და მზე
კლარა და მზე (ინგლ. Klara and the Sun) — იაპონური წარმოშობის ბრიტანელი მწერლის, კაზუო იშიგუროს რიგით მერვე რომანი, რომელიც 2021 წელს გამოიცა, გამომცემლობა Faber and Faber-ის (გაერთიანებული სამეფო)[1] და Alfred A.knopf-ის (აშშ)[2] მიერ. იგი არის დისტოპიური, სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის ნაწარმოები.
„კლარა და მზე“ | |
---|---|
| |
ავტორი | კაზუო იშიგურო |
ქვეყანა | გაერთიანებული სამეფო |
ენა | ინგლისური |
ჟანრი | სამეცნიერო ფანტასტიკა, დისტოპია |
გამომცემელი | Alfred A. Knopf |
გამოცემის თარიღი | 2 მარტი, 2021 |
oclc | 1158700107 |
წინამორბედი | The Buried Giant |
ISBN | 978-0-571-36487-9 |
ნაწარმოების მოქმედება აშშ-ში ვითარდება, გაურკვეველ მომავალში, თხრობა კი მთავარი გმირის - ჰუმანოიდი რობოტი კლარას - პერსპექტივიდან მიმდინარეობს. კლარა მზის ენერგიაზე მუშაობს, მას კი ერთი დასნეულებული ბავშვი, სახელად ჯოზი, საკუთარ კომპანიონად აირჩევს.
ნაწარმოები 2021 წლის ბუკერის პრემიის გრძელ სიაშიც მოხვდა.
სიუჟეტი
რედაქტირებანაწარმოების სიუჟეტი ვითარდება დისტოპიურ მომავალში, რომელშიც ზოგიერთ მოზარდთა აკადემიური შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით გენეტიკურ ინჟინერიას მიმართავენ (ე.წ. Lifting პროცესი). იქიდან გამომდინარე, რომ სასწავლო პროცესი მიმდინარეობს სახლში, ეკრანზე გამოსახული მასწავლებლების დახმარებით, ბავშების სოციალიზაცია შეზღუდულია, ამიტომ მშობლები საკუთარ შვილებს კომპანიონებად ანდროიდებს ჩუქნიან (ე.წ. ხელოვნური მეგობარი). რომანის მთხრობელად სწორედ ერთი ამგვარი ხელოვნური მეგობარი, სახელად კლარა, გვევლინება. მიუხედავად იმისა, რომ კლარა შესამჩნევად ინტელექტუალი და დაკვირვებული ჰუმანოიდი რობოტია, მისი ცოდნა სამყაროს შესახებ მაინც შეზღუდულია.
ყველაფერი იმ მაღაზიაში ყოფნით იწყება, რომელშიც თავდაპირველად კლარას გასაყიდად გამოდებენ. აქედან იგი ეცნობა გარესამყაროს, აკვირდება მზეს და მას, როგორც ცოცხალ არსებას, ისე მოიხსენიებს. გამომდინარე იქიდან, რომ კლარა მზის ენერგიით იკვებება, ამ უკანასკნელის არსებობას მისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ერთხელ მან შენიშნა, რომ მათხოვარი და ძაღლი არ არიან ჩვეულ მდგომარეობაში - ისინი გადაყრილი ჩანთებივით არიან მიგდებულნი და მთელი დღის განმავლობაში არ მოძრაობენ. კლარას ჰგონია, რომ ისინი მკვდრები არიან, თუმცა დილით იგი აღმოაჩენს, რომ ისინი „გაცოცხლდნენ“, საქმე კი ის იყო, რომ მათ რეალურად ეძინათ, კლარამ კი ეს ვერ გაიაზრა.
კლარას ეზიზღება და სძულს ის, რასაც იგი უწოდებს Cooting Machine, რომელიც დგას გარეთ, უაზროდ აბინძურებს გარემოს და დიდი გამონაბოლქვის გამო რთულდება მზის დანახვა, იბლოკება მზისგან წამოსული სხივები, რის გამოც კლარა არაერთხელ ჩავარდნილა საფრთხის ქვეშ.
მალე კლარას შეისყიდის ჯოზი, რომელიც საკუთარ დედასთან ერთად პრერიის შორეულ რეგიონში ცხოვრობს. მათთან კოლაბორაციის შემდეგ კლარა მალევე გაიგებს, რომ Lifting პროცესი გარკვეულ რისკს შეიცავს - მის გამო ჯოზის უფროსი და სალი გარდაიცვალა, ხოლო თავად ჯოზი მძიმე ავადმყოფობას ებრძვის.
ჯოზის ერთადერთი მეზობელი და, აგრეთვე, ახლო მეგობარი რიკია, დაახლოებით მისი ასაკის ბიჭი, რომელსაც მიუხედავად იმისა, რომ მაღალი ინტელექტუალური უნარები აქვს, არ ჩაუტარებია ე.წ. Lifting პროცესი - ანუ გენეტიკური ინჟინერიის დახმარებით არ განუვითარებია საკუთარი ინტელექტუალური შესაძლებლობები. ამის გამო, იგი დისკრიმინაციის მსხვერპლიც ხდება, კარიერული პერსპექტივები შეელახება და ა.შ. ამის მიუხედავად, ჯოზიმ და რიკიმ მაინც იცოდნენ, რომ მათი ერთად ყოფნა სამარადისოდ გასტანდა.
ჯოზის ოთახიდან მზის მოძრაობის მკვეთრი პეიზაჟი იშლება, რაც შეუმჩნეველი არ რჩება კლარასთვის - იგი მზის თითოეულ მოძრაობას დიდი ყურადღებით აკვირდება, ხოლო მას შემდეგ, რაც მზე ცის კამარიდან გაქრება, კლარა ავტომატურად ჩათვლის, რომ ის დასასვენებლად მიდის მეზობელი ფერმერის ბეღელში, რომელიც მისი თვალსაწიერის ჰორიზონტზე დგას. მალევე, რიკის დახმარებით, იგი ფერმერის ბეღელში გადავა, თუმცა იმ ფაქტის გააზრების შემდეგ, რომ ბეღელი რეალურად მზის დასასვენებელი ადგილი არაა, იგი სთხოვს მზეს, რომ თავისი „სპეციალური საკვები“ (იგულისხმება სხივები) მოჰფინოს ჯოზის, რათა საბოლოოდ იხსნას იგი დაავადებისგან ისევე, როგორც ეს მათხოვარსა და ძაღლს გაუკეთა, სანაცვლოს კი იგი ირწმუნება, რომ იპოვის იმ დამაბინძურებელ მანქანას და გაანადგურებს მას.
ჯოზის დედა მოულოდნელად სთხოვს კლარას, მიბაძოს ჯოზის, რაც განსაკუთრებული დაკვირვების უნარის გამო მას თითქმის იდეალურად შეუძლია. დედას საკუთარი შვილი რეგულარურად დაჰყავს ერთ მხატვართან, რომელიც ქმნის არა მის ნახატს, არამედ აბსოლუტურად მსგავს ხელოვნურ სხეულს. საკუთარი ქალიშვილის გარდაცვალების შემთხვევაში, იგი გეგმავს, მოახდინოს კლარას იმპლანტაცია ჯოზის სხეულში, რითაც იგი ერთგვარად მის გაგრძელებად იქცევა.
როდესაც კლარა ჯოზისთან ერთად ქალაქში მიდის, იგი ასრულებს მზისთვის მიცემულ დანაპირებს და ანადგურებს დამაბინძურებელ მანქანას, თუმცა ჯოზის მდგომარეობა პირიქით უარესდება და მზე არანაირ პასუხს არ აბრუნებს. კლარა ამის შემდეგ კიდევ ერთხელ ბრუნდება ბეღელში თხოვნით. იგი მზეს ჯოზისა და რიკის მარადიულ სიყვარულს ახსენებს, თუმცა მზე კვლავაც სდუმს. რამდენიმე დღის შემდეგ, როგორც ჩანს, ჯოზის სიკვდილი უახლოვდება, თუმცა მოულოდნელად ღრუბლებით დაფარული ცა იხსნება და მზე საკუთარ ენერგიას ასხივებს. ჯოზი გამოჯანმრთელდება და მომდევნო რამდენიმე თვის განმავლობაში აღიდგენს ჯანმრთელობას.
რამდენადაც ჯოზი იზრდება, იგი ნელ-ნელა წყვეტს ურთიერთობას რიკისთან. კლარა ამასთან დაკავშირებით წუხს, წუხს, რომ მან მზე შეცდომაში შეიყვანა და კიდევ ერთხელ უხსნის მას, რომ მიუხედავად მათი ცხოვრებათა გზების გამიჯვნისა, მათი სიყვარული მაინც მარადიულია. იგი იმედოვნებს, რომ ჯოზი და რიკი ერთმანეთს აუცილებლად დაუბრუნდებიან. მალევე, ჯოზის კოლეჯში გაგზავნიან და კლარას გამოემშვუიდობება.
რომანი მთავრდება იმით, რომ კლარა ერთგვარ ეზოს ჯართად იქცევა. მას აღარ შეუძლია გადაადგილება, თუმცა ამბობს, რომ იგი კმაყოფილია საკუთარი მდგომარეობით და უარს ამბობს სხვა ხელოვნურ სხეულებთან კავშირის გაბმაზე. მას ძველი მაღაზიის მენეჯერი სტუმრობს, რომელსაც საკუთარ თავს გადახდენილ ამბავსა და მზის მოწყალების შესახებ მოუყვება.
გამოხმაურება
რედაქტირებანაწარმოები კრიტიკოსთაგან ძირითადად დადებითად შეფასდა.[3]
თავის მიმოხილვაში ცნობილმა ჟურნალმა - Kirkus Reviews - იგი იშიგუროს სხვა, არანაკლებ ცნობილ ნაწარმოებს - არასოდეს გამიშვა (2005) - შეადარა და უწოდა მას „მომაბაზრებელი იგავი მარტოსული, მომაკვდავი სამყაროს შესახებ, რომელიც ზედმეტადაა თავდაჯერებული“.[4]
ჟურნალმა Publishers Weekly ავტორის მიერ პროტაგონისტის შინაგანი სამყაროს ასახვა მოიწონა. ჟურნალში მასზე ამბობდნენ, რომ ესაა „კლარას მშვიდი, მაგრამ გონივრული დაკვირვებები ადამიანის ბუნებაზე მიწის ღრმა მიზიდულობით“ და დასძინეს, რომ „ეს კაშკაშა, ჟანრობრივად მომხიბვლელი, ნამუშევარი უბრალოდ სიამოვნებაა“.[5]
ნიუ-იორკ ტაიმზის ერთ-ერთ მიმოხილვაში აღნიშნეს, რომ ზემოხსენებული ნაწარმოები უბრუნდება ნობელიანტი ავტორის სხვა ცნობილი როანის - დღის მიწურულს - თემატიკას, რამდენადაც ავტორი უპირეტესობას ანიჭებს არა ადამიანს, არამედ კლონს; არა ბატონს, არამედ მსახურს. იგი მშვენივრად ავსებს მწერლის ხედვებს, მიუხედავად იმისა, რომ წარსული ნაწარმოებების მსგავს სიდიადეს ვერ აღწევს.“[6]
ჟურნალმა The Economist ნაწარმოები დადებითად შეაფასა და ავტორის სხვა ორი ნაწარმოების - დღის მიწურულს (1989) და არასოდეს გამიშვა (2005) - სინთეზად მოიხსენია, ხოლო წიგნის მთავარი გმირი, კლარა ნაწარმოების დღის მიწურულს პერსონაჟს - სტივენსს - შეადარა.[7]
ირლანდიელი ავტორი, ენ ენრაიტი გაზეთ The Guardian-ში წერდა იმის შესახებ, რომ არსებობს არაერთი პარალელი აღნიშნულ ნაწარმოებსა და ავტორის 2005 წლის ნაწარმოებს - არასოდეს გამიშვა - შორის. გამოსარჩევია ის ფაქტი, რომ ორივე რომანის სიუჟეტი სპეკულაციურ მომავალში ვითარდება, რომელიც ძალიან წააგავს აწმყოს; ორივე მათგანი შეიცავს ერთგვარი მორალური ცვლილების ტენდენციას - ტექნოლოგიურმა პროგრესმა, რომელმაც შეცვალა ადამიანების წარმოდგენა იმის შესახებ, თუ რას ნიშნავს იყო ადამიანი, დიდი დაღი დაასვა როგორც ერთის, ისე მეორე რომანის პერსონაჟებს. ენრაიტმა დასძინა:
”რომანი მკითხველისგან მოითხოვს, დასვას შეკითხვები და გადაჭრას ისინი, ისევ და ისევ, მაშინ, როცა ფილოსოფიური კონტექსტი გვიპყრობს. კლარა და მზე არის ნაწარმოები ადამიანად ყოფნის შესახებ. ის ფაქტი, რომ იშიგუროს ძალუძს მსგავსი რთული კავშირები ასე მარტივად წარმოაჩინოს, სწორედ იმის ნათელი არგუმენტია, რომ მან დაიმსახურა ისეთივე დიადი ლიტერატურული ჯილდო, როგორიცაა ნობელის პრემია. ვფიქრობ, რომ მკითხველთა უდიდეს ნაწილს ეს წიგნი აუცილებლად მოეწონება, ნაწილობრივ იმიტომ, რომ ის ასახავს იმ გზას, თუ როგორ უნდა ვისწავლოთ სიყვარული. რომანი ღრმა სიბრძნის მატარებელია, როგორც პატარა ბავშვი, რომელიც გადაწყვეტს შეიყვაროს თავისი თოჯინა. „რა შეუძლია იცოდეს ბავშვს ნამდვილი, წმინდა სიყვარულის შესახებ?“ - სვამს კითხვას კლარა. პასუხი, რა თქმა უნდა, ყველაფერია.“
რომანი 2021 წლის ბუკერი პრემიაზე ნომინირებულ ნაწარმოებთა გრძელ სიაშიც მოხვდა, აგრეთვე დაიმსახურა კარნეგის მედალი.
The Washington Post-მა ნაწარმოები 2021 წლის 10 საუკეთესო წიგნთა სიაში შეიყვანა. ჟურნალ The New York Times-ის ბესტსელერთა სიაში წიგნი მეექვსე ადგილზე იმყოფებოდა რამდენიმე კვირის განმავლობაში.[8]
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Klara and the Sun - Fiction - Books. ციტირების თარიღი: 27 February 2021
- ↑ Klara and the Sun by Kazuo Ishiguro: 9780593318171. ციტირების თარიღი: 27 February 2021
- ↑ Klara and the Sun. ციტირების თარიღი: 19 March 2021
- ↑ Klara and the Sun by Kazuo Ishiguro (27 November 2020). ციტირების თარიღი: 27 February 2021
- ↑ Fiction Book Review: Klara and the Sun by Kazuo Ishiguro (11 November 2020). ციტირების თარიღი: 27 February 2021
- ↑ Jones, Radhika (1 March 2021). „A Humanoid Who Cares For Humans, From the Mind of Kazuo Ishiguro“. The New York Times. ციტირების თარიღი: 6 March 2021.
- ↑ „More than human“. The Economist. 3 March 2021. ციტირების თარიღი: 20 March 2021.
- ↑ „Combined Print & E-Book Fiction - Best Sellers“. The New York Times. ციტირების თარიღი: 12 March 2021.