კლაიპედის მხარე (ლიეტ. Klaipėdos kraštas) ან მემელის მხარე (გერმ. Memelland) — პირველ და მეორე მსოფლიო ომებს შორის პერიოდში ამ სახელით მოიხსენიებოდა პრუსიის ის ნაწილი, რომელიც მდინარე ნემანის ჩრდილოეთით მდებარეობს. 1920 წელს იგი მოკავშირეთა და ასოცირებულ უფლებამოსილ მხარეთა მიერ ფრანგულ მმართველობას გადაეცა, 1923 წელს კი ანექსირებულ იქნა ლიეტუვის მიერ. ამ რეგიონის აღსანიშნავად გერმანულენოვან სივრცეში დღემდე გამოიყენება ტერმინი მემელ-ლანდი, მემელის მიწა.

მემელ-ლანდის (კლაიპედის მხარის) რუკა

1939 წელს კლაიპედის მხარეში 145.000 ადამიანი ცხოვრობდა. უდიდესი ქალაქი იყო კლაიპედა (გერმანულად მემელი) 40 000 მცხოვრებით, მას მოსდევდა შილუტე (გერმანულად ჰაიდეკრუგი) 5 000 და პაგეგიაი (პოგეგენი) 2 800 მცხოვრებით.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება