კისოს მთები
(გადამისამართდა გვერდიდან კისოს ქედი)
კისოს მთები (იაპონ. 木曽山脈) — ქედი იაპონიაში, კუნძულ ჰონსიუს ცენტრალურ ნაწილში. წარმოადგენს იაპონიის ალპების შემადგენელ ნაწილს. ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ გადაჭიმულია დაახლოებით 100 კმ-ზე, ხოლო აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ დაახლოებით 20 კმ-ზე.[1] მაქსიმალური სიმაღლე 2956 მ (მთა კისოკომა). ძირითადად აგებულია გრანიტებით. ციცაბო ფერდობები ღრმადაა დანაწევრებული კისოსა და ტენრიუს აუზის მდინარეთა ხეობებით. დამახასიათებელია ალპური ტიპის თხემი. განვითარებულია ხშირი წიწვოვანი ტყე და ალპური მცენარეულობა. კისოკომის მთის აღმოსავლეთ ნაწილშია კომაგატაკეს საბაგირო გზა.[2] 2020 წლის 27 მარტს ქედის ტერიტორია გამოცხადდა იაპონიის რიგით 57-ე ახალ კვაზიეროვნულ პარკად. კისო ცნობილია აგრეთვე „ცენტრალური ალპების“ სახელწოდებით.[3]
კისოს მთები | |
---|---|
კოორდინატები: 35°47′22″ ჩ. გ. 137°48′16″ ა. გ. / 35.78944° ჩ. გ. 137.80444° ა. გ. | |
ქვეყანა | იაპონია |
უმაღლესი წერტილი | კისოკომა |
სიმაღლე | 2956 მ |
სიგრძე | 100 კმ |
სიგანე | 20 კმ |
სურათები ვიკისაწყობში |
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Kiso Mountains | Encyclopedia Nipponica www.kotobank.jp
- ↑ Central Alps Komagatake Ropeway & Bus Services
- ↑ Ministry of the Environment of Japan www.env.go.jp