კისისხევის ყველაწმინდის ეკლესია

კისისხევის ყველაწმინდის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი მდებარეობს სოფელ კისისხევში. თარიღდება VI-VII საუკუნეებით.

კისისხევის ყველაწმინდა

ეკლესია გუმბათიანია, ტეტრაკონქის ტიპის, ნაგებია რიყის ქვით კირის დუღაბის სქელ ფენაზე. დეკორატირებულია თაღები და ლავგარდანი შირიმის, ნათალი ქვისაა. შიგნით კედლები შელესილი და შეთეთრებულია. მოგვიანებით გუმბათის ყელი აუმაღლებიათ და მოყვითალო ფერის შირიმის, ნათალი ფილებით მოუპირკეთებიათ.

ჯვრის ორი მკლავი აღმოსავლეთისა და დასავლეთისა დასრულებულია ნახევარწრიული, კონქით გადახურული აფსიდით. დანარჩენი ორი მკლავი სწორკუთხაა, ასევე კონიქთ გადახურული. კონქები კუთხეებში მოწყობილ ტრომპებს ეყრდნობა. ტრომპები, ჩეულებისამებრ, კონქის ქუსლის დონეზე კი არ არის მოთავსებული, არამედ ბევრად უფრო ქვემოთ ამავე მკლავებში გაჭრილი სარკმლის ძირის დონეზე. თვით სარკმლების თავი კი კონქის ქუსლის ხაზზეა. ოთხივე მკლავის თაღი უიმპოსტოა. მათ შორის აღოსავლეთის და სამხრეთის თაღები ოდნავ გამოხატული ნალისებრი მოხაზულობისაა. სამხრეთ და დასავლეთ კარებს შიგნიდან შერჩენილი აქვს თავდაპირველი თაღი. მათ შორის დასავლეთ თაღისარე, მოგვიანებით აგურის წყობით შეუვსიათ.

საკურთხევლის იატაკი ეკლესიის დანარჩენ ნაწილის იატაკის მიმართ შემაღლებულია ორი საფეხურით. იგი აფსიდის მხრების ხაზიდან რამდენამდე წინწაწეულია და შუაში ნახევარწრიული ამბიონი აქვს. საკურთხეველი განათებულია ვიწრო, მაღალი, თაღოვანი სარკმლით, რის ქვემოთ, კედელზე, მიყრდნობილია ოთხწახნაგა ტრაპეზი. საკურთხეველში, საკრმლის ორივე მხარეს, თითო, მცირე ზომის, ოთკუთხა ნიშაა. რათა შორის ერთი ჩრდილოეთით მდებარე, გეგმით ნახევარწრიულია, მეორე სწორკუთხა. ერთ, გეგმით მრუდხაზოვანი ოთხკუთხა ნიშაა, სამხრეთით მკლავის აღმოსავლეთ კედელშია.

ეკლესიის სამხრეთ-დასავლეთით და ჩრდილოეთით. მკლავების კედლებს დაბალი საფეხური გასდევს. გუმბათქვეშა კვადრატიდან გუმბათის ყელის წრიულ საფუზველზე გადასვლა კუთხის ტრომპების მეშვეობით ხდება. ტრომპები ნახევარკონუსის ფორმისაა და სინიდან კედლის სიბრტყეში შეღრმავებული თაღი აქვს. გუმბათის ყელი ვიწეროა, საკმაოდ მაღალი. სავარაუდოდ, იგი სხვადასხვა პერიოდის ორი ნაწილისგან უნდა შედგემოდეს ქვედა ნაწილი სარკმლების ჩათვლით თავდაპირველია. ზედა ნაწილი კი X-XI საუკუნეებს უნდა მივაკუთნოთ. იმ ხანებს, როდესაც გი შიგნიდან და გარედან ამაამაღლეს და გრადან შირმით მოაპირკვეთეს. ეკლესიის კედლებზე შემონახულია ძლიერ დაზიანებული. „ხალხური“ მხატვრობის ფრაგმენტები. ამ მოხატულობის არსებობის შესახებ ცნობას გვაწვდის გ. ჩუბინაშვილი, რმელმაც კისსიხევში ყოფნის დროს, ნახე პატარა ფრაგმენტი მოწითალო და ლურჯი ხაზებით შედგენილი მოჩაროების ნაგლეჯი და ყვითელი შარავანდი სამხრეთით შესასვლელის ახლოს. როგორც მკვლევარი მითთითებს, ამ დროისათვის ეკლესია უკვე შელესილი და შეთეთრებული ყოფილა.

ამჟამად გვიანად ნალესობა, შესაძლოა, მასთან ერთად მხატვრობაც გუმბათის ყელში, ტრომპებსა და საკურთეხეველში განადგურებულია. მოხატულობიც მცირე ზომის ფრაგმენტები შემონახულია უმთავრესად სამხრეთ, დასავლეთ, და ჩრდილოეთ ნაწილში, ქვემოთ, ტრაპეზის ახლოს. ამ ფრაგმეტების წაკიხვისას შესაძლელობას ართულებს ფერადოვანი ფენის დაზიანება, განსაკუთრებით კი გვიანდ. ნალესობა, რითიც ნაწილობრივ ფარავს მოხატულობას. დღესდღეობით მოხერხდა ზოგიერთი გამოსახულების დადგენა. სამხრეთით მკლავის დასავლეთთ კედელზე, ზემოტ, ტრომპთან ახლოს, შემორჩა ორი ფიგურის შუა ხსნის და უწვერულვაშო, აახალგაზრდა მამაკაცის თავი და მკერდის ნაწილი უკანსასკნელ ფიგურას მდიდრული ტანსაცმელი აცვია, თავზე ახურავს მარგალიტებით შემკულია ქუდი. მეორე რეგისტრში, სამხრეთით მკლავის ჩრდილოეთ-დასავლეთით კუთხეში, ისტორიული პირია გამოსახული. ჩანს შარავანდიანი ფიგურის ნაწილი და მის გვერდით ასომთავრული წარწერის ნაშნი. იკითხევა:ქრისტე შეიწყალე აქვე გაირჩევა კიდევ ერთი ფიგურის სიულეტი.

ისტორიული პირების გამოსახულებები დასავლეთ მკლავშიცაა. აფსიდის ჩრდილოეთ ნაწილში, ჩამოცვენილი ნალესობების ადგილზე, გამოჩნდა ოთხი ფიგურა ორ-ორი პირველ და მეორე რეგისტრაში. ყურადთებას იმპყრობს ერთი მადგანის პოზა ფრონტალურად მოცემულ სხეულთან კონკრასტულად დაპირისპირებული, პროფილში გამოსახული და ურთიერთსაწინამღდეგო მხარეს მიმართული ტერფები. აფსიდის ჩრდილოეთ მხარზე ჩანს ერთიმეორეს თავზე განლაგებული, გეომეტრიული ორნამენტის ორი ზოლი და მათ შორის, კედლის ვიწერო მონაკვეთზე. წარწერის კვალი. იქვე ახლოს, ჩრდილოეთ მკლავის დასავლეთ მხარზე დარჩენილია კიდევ ერთი ისტორიული პირის, როგორც ჩანს ქალის სახის ნაწილი. ამავე მკლავში ჩრდილოეთ. კედლის ზედა ნაწილში, დანარჩენი მოხატულობიდან შემორჩა მხოლოდ მკრთალი, ფერადოვანი ლაქები. ეკლესიაში შემონახული მხატვრობის ფრაგმენტების მიხედვით ჩანს, რომ მის იკონგოგრაფიულ პროგრამაში მნიშვნელოვანი ადგილი ჰქონდა დათმობილ ისტორიულ პირთა გამოსახულებებს. დროის დამახასიათებელ ნიშნები მჟღავნდება მოხატულობის იკნოგრაფიულ აგებაშიც, ეს არის გამოსახულებების მიერ რეგისტრის ხაზის გადაკვეთა, დიდი და შედარებით პატარა ფიგურების შეპირისპირება, ასევე. მხატვრობის შემომსაზღვრელი ხაზის განლაგება იატაკთან ახლოს საკურთხეველში დაახლოებით 20 სანტიმეტრის სიმაღლეზე, ხოლო გუმბათქვეშა სივრჩეში, სამხრეთით შესასვლელის დასავლეთით შემორჩენილი ფრაგმენტის მიხედვით, კედლების მიმდებარე საფეხურის უშუალო სიახსლოვეს. „ხალხურ“ მოხატულობებთან კავშირზე მიუთითებს გამოსახულებების სქემატური ნახატი და სახეების მეტად გამარტივებული ნაკვეთები. მხატვრობის კოლორიტში გაბატონებულია მუქი ლურჯი, მოწითალო-ყავისფერი, ცისფერი, ყვითელი.

გარედან ეკლესიის მკალვები, დასავლეთით მკალავის გარდა, ხუთწახსნაგაა. მკლავებს შორის შემავალ თითეულ კუთხეში დგას არც ისე მაღალი. საკმაოდ განიერი ნახევარსვეტი, მის ზემოთ, ზაბრისებრად, კუთხის გადამხურავი კამარა იშლება, რითც კუთხის უმეტეს ნაწილს ხურავს. კუთხეები დასრულებულია შემავალ საფეხურებად განლაგებული, ორ-ორი თაღით. მათ შრის გარეთა თაღები, მორთული იყო მცირე თაღების მწკრივით. თაღების თავზე შირიმის, პროფილირებული ლავგარდნის ჰორიზონტარულად მოკლე მონაკვეთია, მის ზემოთ გუმბათქვეშა კვადრატის კუთხეების სახურავები. სახურავების ზემოთ კი ჯვრის კლავების გვერდით კედლის აადასტურებს ამ კუთხების ქვედა ნაწილები, მოგვიანებით, აგურითვე დაუგიათ ეკლესიის იატაკი და გარეთა კედლებზე სხვადასხვა, წვრილ-წვრილი შეკეთებები უწარმოებიათ. აღმოსავლეთით და ჩრდილოეთით მკალვების სარკმლები გაწყობილია მოშავო ფერის, ფოროვანი ქვით ნაწყობი, თაღოვანი სათაურით ჰორიზონტალური, გადანაკეცებით ქუსლებთან. ჯვრის მკლავების და ცენტრალური. გუმბათქვეშა კვადრატის კუთხეების, ეგრეთ წოდებული შენობის თავდაპირველი ნაწილების, ქანონები ძალიან დამრეცია, ისინი არარეთხელ შეუკეთებიათ. ეს დასტურდება ლავგარდნის ფორმითაც. იგი ყველგან შირიმისაა, ერთ პროფილის შეზნექილი ზედაპირი ლილვით. ეკლესიის კორპუსზე ლავგარდანი მოშავო ფერისაა, გუმბათის ყელზე კი, ისევე როგორც მოპირკეთება მოყვითალო.

გუმბათის ყელი გარედან რვაწახნაგაა, რის ყოველ წიბოს შეწყვილებული ნახევარსვეტი აუყვება, სფეროებით ბოლოებში. ნახევარსვეტებზე დაყრდნობილია ნახევარწრიული თაღები. ნახევარსვეტები დგას მარტივი პროფილის სარტყელზე. რითიც გუმბათის ყელს ირგვლივ ევლება. გუმბათის ყელში გაჭრილია მხოლოდ ოთხი სარკმელი. თითოეული სარკმელი მორთულია ნახევარწრიული ფორმის, ბრტყეილი, რელიეფური ზოლით. ჰორიზონტარული გადანაკეცებით ბოლოებში, რეებსიც ნახევარსვეტებამდე აღწევს. თითო, ასეთივე ელემენტი, იგივე სიმაღლეზე, განთავსებულია გუმბათის ყელის დანარჩენ წახნაგებზეც. გუმბათი გადახურულია ციცაბო, პირამიდისებრი სახურავით.

ეკლესიას სამხრეთიდან ეკვრის, მასზე უფრო მოგრძო მაგრამ გაცილებით დაბალი, დარბაზული ეკლესია. რომელიც XVI საუკუნეში წმინდა მიქაელის სახელზე აუგიათ და თავად ქობულაშვილების საძვალეს წარმოადგენდა. შენობა სხვასახვა ზომის, რიყის ქვითაა ნაგები და ნახევარწრიული. შვერილი აფსიდი აქვს, რითიც ეკლესიის კორპუსიდან მოკლე მხრებითაა გამყოფილი და დამოუკიდებელი, ნახევარკონუსებრი სახურავი ხურავს. საკუთრივ დარბაზი კი ორკალთა სახურავითაა გადახურული. ეკლესიას ორი შესასვლელი აქვს: ერთი ჩრდილოეთიდანაა თავდაპირველი ეკლესიიდან, ხოლო მეორე, დასავლეთიდან. ჩრდილოეთით კარს თარაზული გადახურვა აქვს. დასავლეთისას კი შეისრული.ამ უკანასკნელის ზემოთ, ფრონტონის არეში, მცირე, ნახევარწრიულთაღოვანი სარკმელია. ამ სარკმლის გარდა, ეკლესიის შიდა სივრცეს კიდევ ორი, თაღოვანი სარკმელი აშუქებს მათ შორის ერთი აფსიდის ცენტრშია გაჭრილი. მეორე სამხრეთ კედლის შუაში. აფსიდში, სარკმლის ორივე მხარეს, თითო, მცირე. ოთკუთხა ნიშაა. აფსიდის შუაში დგას ცილინდრული ფორმის ტრაპეზი. კონქის თაღი ნახევარწრიული მოხაზულობისაა. მსგავსი ფორმისაა კამარაც. ეკლესია შიგნიდან შელესილია და შეთეთრებულია.

ეკლესიის ფასადები სადაა, მოკებულია დეკორატიულ სამკაულს. სამხრეთით ფასადი სამი პილასტრითაა დანაწევრებული, რეებიც კედლის მტელ სიმაღლეზე აუყვება. მათ შორის ერთი, კედლის შუაშა, დანარჩენი ორი კიდეებში. შუა პილასტრში სარკმლის ღიობი გამოდის. დასავლეთ ფასადზე, შესასვლელის გვერდები და თაღი მთლიანად აგურითაა გამოყვანილი თაღი ჩასმულია კედლის სიბრტყეში ოდნავ შეღრმავებულ, სწორკუთხა არეში, რითიც კუთხით შვერილი აგურების ორი რიგით გამოყავნილ ლავგარდნითაა დასრულებული. თითო მსგავსი, ოღონდ გაცილებით ვრცელი არე შესასვლელის გვერდებბზეცაა. არეები სიმაღლით თითქმის ფრონტონის ძირამდე აღწევს. შესაასვლელის თავზე, მცირე, სწორკუთხა ნიშაა, მის ზემოთ კი სარკმელი, რის თაღი შირიმის, მთლიან ქვაშია გამოკვეთილი.

2006-2007 წლებში საქართველოს ისტორიულ ძეგლთა დაცვის და გადარჩენის ფონდის დაფინანსებით ეკლესიას ჩაუტარდა სარეაბილიტაციო სამუშაოები, თავდაპირველ ეკლესიაზე. გარედან, მოხსნა მკლავებს შორის არსებულ კუთხეებში და ასევე, ჩრდილოეთ შესასვლელის ღიობში მოგვიანებით ჩაშენებული ფენა ეკლესიის კორპუსზე და გუმბათს ყელზე თითქმის მთლიანად განახლდა ლავგარდანი. გუმბათქვეშა კვადრატის კუთხეები და მკლავები გადაიხურა ღარისებრი კრამიტით, ხოლო გუმბათი აგურის, პირამიდისებრი სახურავით. დარბაზულ ეკლესიაზე აღდგა კედლების ზედა ნაწილები, გაკეთდა კვადრატული აგურის, სასმაფეხურიანი ლავგარდანი და ეკლესია გადაიხურა ღარისებრი კრამიტით. გაიწმინდა და კეთილმოეწყო მიმდებარე ტერიტორიაც.

ლიტერატურა რედაქტირება