გუგარქის რაიონი

(გადამისამართდა გვერდიდან კიროვაკანის რაიონი)

გუგარქის რაიონი (სომხ. Գուգարքի շրջան) — ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული სომხეთის სსრ-ისა და სომხეთის შემადგენლობაში, არსებობდა 1930—1962 და 1964—1995 წლებში. ცენტრი — სოფელი კიროვაკანი (1969 წლამდე), მეღრუტი (1969—1995 წლებში).

რაიონი
გუგარქის რაიონი
Գուգարքի շրջան
ქვეყანა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
ადმ. ცენტრი ვანაძორი და გუგარქი (სოფელი)
დაარსდა 9 სექტემბერი, 1930
მოსახლეობა 20 400 კაცი (1989)
გაუქმდა 11 აპრილი, 1995

რაიონი შეიქმნა 1930 წლის 9 სექტემბერს ყარაქილისის რაიონის სახელწოდებით[1][2].

1935 წელს ყარაქილისის რაიონს სახელი შეეცვალა და ეწოდა კიროვაკანის რაიონი[1].

1962 წელს რაიონი გაუქმდა, მაგრამ 1964 წელს ის კვლავ აღდგა გუგარქის რაიონის სახელით.

1995 წელს სომხეთში ახალი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფის შემოღების შემდეგ რაიონი გაუქმდა[3] და შირაკის პროვინციის ნაწილი გახდა.

გუგარქის დარბევა

რედაქტირება

საბჭოთა კავშირის დაშლის პერიოდში დაიწყო აზერბაიჯან-სომხეთის კონფლიქტი. სსრკ-ის სუკ-ის თანამშრომლების თქმით, სომხეთის სოფელ გუგარქში თითქმის იგივე გამეორდა, რაც სუმგაითში იყო: „იქ დასცინოდნენ აზერბაიჯანელებს, კლავდნენ, ძარცვავდნენ სახლებს...“[4]. როგორც 1988 წლის 7 დეკემბერს „The New York Times“ წერდა, სომხეთის რადიომ გუგარქის რაიონის რაიკომის პირველი მდივნისა და რაიონული საბჭოს თავმჯდომარის მხრიდან „პოლიტიკური არაშორსმჭვრეტელობის“ გამოავლენის შესახებ განაცხადა. მას შემდეგ, რაც ეთნიკურ ნიადაგზე მომხდარმა შეტაკებებმა „ტრაგიკულ შედეგები“ მოიტანა, ორივე მაღალჩინოსანი თანამდებობიდან გაათავისუფლეს[5]. სუკ-ის სომხეთის წარმომადგენლობის გენერალ უსიკ არუთიუნიანის განცხადებით, 1988—1989 წლებში სომხეთის სსრ-ში სულ ეთნიკურ ნიადაგზე მკვლელობის 25 ფაქტი დადასტურდა, აქედან 20 ჩრდილოეთ რაიონებში, ხოლო 11 უშუალოდ გუგარქის რაიონში[6].

ადმინისტრაციული დაყოფა

რედაქტირება

1948 წლის მდგომარეობით, რაიონი მოიცავდა ქალაქ კიროვაკანსა და 21 სოფსაბჭოს: აიდარლის, ჰალავარის, არჯუტის, ბზოვდალის, ვაჰაგნის, ვარდანლის, გამზაჩიმანის, გეზალდარის, დარნასის, დებეტის, დაორაგიუღის, იეღეგნუტის, ქარაბერდი, კიშლაგის, კოლაგერის, ლერმონტოვოს, მაკარაშენის, მეღრუტის, ნერკინ-კილისენსკის, პამბაკის, ფიოლეტოვოს[7].

  1. 1.0 1.1 Информационно-Статистический отдел при секретариате президиума верховного совета Армянской ССР. "Армянская ССР: Административно-территориальная деление на 1-ое января 1948 года", Издание первое. Армгосиздать, Ереван, 1948, стр. 75
  2. Центральный Исполнительный Комитет Союза ССР, Всероссийский центральный исполнительный комитет. Административно-территориальное деление союза ССР (Районы и города СССР). Издательство "Власть Советов" при Президиуме ВЦИК Москва, 1931, страницы 234-237
  3. კანონი სომხეთის რესპუბლიკის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფის შესახებ
  4. Газета Труд, № 020 за 01.02.2001. 10 баллов по шкале Политбюро

    Никто почему-то до сих пор еще не сказал, например, о том, как в армянском селе Гукарк повторилось почти то же самое, что было в Сумгаите. Там издевались над азербайджанцами, убивали, грабили дома…

  5. New York Times. 3 More Killed in Soviet Ethnic Protest

    Monday the Armenian radio reported that the Communist Party leader and head of parliament in the Gugark area had shown political short-sightedness. The two men had been relieved of their duties after ethnic fights there resulted in tragic consequences.

  6. Газета "Экспресс-Хроника", №16, 16.04.1991 г. Погромы в Армении: суждения, домыслы и факты
  7. Армянская ССР. Административно-территориальное деление / Адамян Н. К., Ереван: Армгиз, 1948.