კირან გიბსი
კირან ჯეიმზ რიკარდო გიბსი (ინგლ. Kieran James Ricardo Gibbs; დ. 26 სექტემბერი, 1989, ლონდონი) — ინგლისელი ფეხბურთელი, „ვესტ ბრომვიჩ ალბიონის“ და ინგლისის ნაკრების წევრი. თამაშობს მარცხენა მცველის პოზიციაზე.
პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
სრული სახელი | კირან ჯეიმზ რიკარდო გიბსი[1] | ||
დაბადების თარიღი | 26 სექტემბერი, 1989[1] | ||
დაბადების ადგილი | ლონდონი, ინგლისი | ||
სიმაღლე | 179 სმ | ||
სათამაშო პოზიცია | მცველი | ||
საკლუბო ინფორმაცია | |||
მიმდინარე კლუბი | ვესტ ბრომვიჩ ალბიონი[2] [3] | ||
ნომერი | 3 [4] | ||
ახალგაზრდული კარიერა | |||
2001-2004 | უიმბლდონი | ||
2004-2007 | არსენალი | ||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
2007-2017 | არსენალი | 137 | (2) |
2008 | → ნორვიჩი (იჯარით) | 7 | (0) |
2017- | ვესტ ბრომვიჩ ალბიონი | 0 | (0) |
ეროვნული ნაკრები‡ | |||
2007-2008 | ინგლისის 19 წლ. | 9 | (0) |
2009 | ინგლისის 20 წლ. | 1 | (0) |
2009-2011 | ინგლისი 21 წლ. | 15 | (3) |
2010- | ინგლისი | 10 | (0) |
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება ბოლოს განახლდა: 30 აგვისტო, 2017 ‡ ეროვნული ნაკრების მატჩი და გოლი ბოლოს განახლდა: 30 ივლისი, 2017 |
კარიერა
რედაქტირებაპირველი ნაბიჯი ფეხბურთში გიბსმა გადადგა 12 წლის ასაკში, „საფეხბურთო კლუბ უიმბლდონის“ აკადემიაში. 2004 წელს იგი „არსენალს“ შეუერთდა, რის შემდეგაც საწყისი სამი წელი ახალგაზრდულ გუნდებში და დუბლებში თამაშობდა.[5] 2007 წელს გიბსმა სეზონისწინა შეკრება პირველ გუნდთან ერთად გაიარა. „მილანის ინტერთან“ ნაჩვენები თამაშის გამო მან გულშემატკივრების აპლოდისმენტებიც დაიმსახურა.
2007 წელს გიბსი ოფიციალურად შეუერთდა არსენალს.[6] მისი პირველი ოფიციალური მატჩი გუნდში შედგა 2007 წლის 31 ოქტომბერს „შეფილდ იუნაიტედის“ წინააღმდეგ.[7] ძირითად შემადგენლობაში ადგილის დამკვიდრება მან 2009 წლის გაზაფხულზე, გაელ კლიშის ტრავმის მიღების შემდეგ მოახერხა. იმავე წლის ნოემბერში გიბსმა უკვე თვითონ მიიღო ტრავმა, რის გამოც მას ოპერაცია ჩაუტარდა და მთელი სეზონი გაუცდა. 2013 წლამდე გიბსს რეგულარულად ეძლეოდა სათამაშო დრო, თუმცა ნაჩო მონრეალის „არსენალში“ ტრანსფერის შემდეგ, იგი ძირითადი შემადგენლობიდან ამოვარდა. ერთ-ერთ ინტერვიუში არსენ ვენგერმა განაცხადა, რომ გიბსს შეეძლო ეშლი კოულისავით კარგად ეთამაშა, თუმცა ფრანგი მას ძალიან მცირე სათამაშო დროს აძლევდა, რის გამოც, 2016 წლის დეკემბერში გაჩნდა ჭორები, რომ თითქოს გიბსის დამატებას „ლივერპული“ აპირებდა. ჭორები არ აღმოჩნდა სიმართლე. 2016-2017 წლების სეზონში გიბსმა „არსენალში“ მხოლოდ 22 არასრული მატჩი ითამაშა. [8]
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ოფიციალური საიტი
- კირან გიბსის პროფილი არსენალის საიტზე
- კირან გიბსის პროფილი დაარქივებული 2010-08-20 საიტზე Wayback Machine. ფეხბურთის ასოციაციის საიტზე
- კირან გიბსი — სტატისტიკა საიტზე Soccerbase.com (ინგლისური)
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 (2010) The PFA Footballers' Who's Who 2010–11. Edinburgh: Mainstream Publishing, გვ. 165. ISBN 978-1-84596-601-0.
- ↑ West Brom sign Kieran Gibbs from Arsenal in £7m deal. skysports.com.
- ↑ Kieran Gibbs in profile. https://www.wba.co.uk.
- ↑ Kieran Gibbs joins West Bromwich Albion. Arsenal.com.
- ↑ Kieran Gibbs: Interview. Arsenal F.C..
- ↑ Gibbs and Dunne delighted by pro contract. Arsenal F.C.. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-03-26. ციტირების თარიღი: 2017-08-01.
- ↑ „Sheff Utd 0–3 Arsenal“. BBC Sport. 31 October 2007. ციტირების თარიღი: 31 October 2007.
- ↑ Kieran Gibbs — PLAYER PROFILE