კიჟუჩი
კიჟუჩი (ლათ. Oncorhynchus kisutch) — გამსვლელი თევზი ორაგულისებრთა ოჯახისა. სხეულის სიგრძე ჩვეულებრივ 60-65 სმ აღწევს, წონა 3-4 კგ (ზოგჯერ 14 კგ). აქვს ვერცხლისფერი სხეული, ზურგი მოლურჯოა; დაჰკრავს წვრილი შავი ლაქები; გამრავლების პერიოდში მუქი ჟოლოსფერია. გავრცელებულია წყნარი ოკეანის ჩრდილოეთ ნაწილში. ტოფობს შემოდგომასა და ზამთარში. სიცოცხლის პირველ წლებში ცხოვრობს მტკნარ წყალში, შემდეგ ზღვაში ინაცვლებს, სადაც მალე იზრდება და 15-16 თვის შემდეგ აღწევს სქესობრივ სიმწიფეს. სარეწაო მნიშვნელობისაა.
კიჟუჩი | ||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|
![]() | ||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||
| ||||||||
ლათინური სახელი | ||||||||
Oncorhynchus kisutch | ||||||||
|
რესურსები ინტერნეტშირედაქტირება
- კიჟუჩი — სტატია დიდი რუსული ენციკლოპედიიდან (რუსული)