კიონორი კიკუტაკე

იაპონელი არქიტექტორი

კიონორი კიკუტაკე (იაპონ. 菊竹 清訓 დ. 1 აპრილი, 1928 — გ. 26 დეკემბერი, 2011) — იაპონელი არქიტექტორი, თანამედროვე იაპონური არქიტექტურის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წარმომადგენელი.

კიონორი კიკუტაკე
პირადი ინფორმაცია
დაბ. თარიღი 1 აპრილი, 1928(1928-04-01)[1] [2] [3]
დაბ. ადგილი კურუმე
გარდ. თარიღი 26 დეკემბერი, 2011(2011-12-26)[4] [1] (83 წლის)
გარდ. ადგილი იაპონია
ნამუშევრები და მიღწევები
საქმიანობა არქიტექტორი და უნივერსიტეტის პროფესორი
მოქალაქეობა  იაპონია
 იაპონიის იმპერია
ალმა-მატერი ვასედის უნივერსიტეტი
ჯილდოები ამომავალი მზის მე-3 ხარისხის ორდენი და ოგიუსტ პერეს პრემია
Ginza Theatres Building

კაკუტაკეს საკუთარი საცხოვრებელი, 6 მეტრით მიწიდან აწეული, სეისმურად მდგრად ბეტონის სვეტებზე შედგმული „ცის სახლი“ (1958) არის მეტაბოლისტური მოძრაობის დაბადების ადგილი. 1961 წელს კიშო კუროკავასთან ერთად კიკუტაკე იყო დაპატიჟებული ნიუ-იორკში გამოფენაზე "Visionary Architecture", სადაც მეტაბოლისტურმა მოძრაობამ საერთაშორისო აღიარება მოიპოვა და იაპონურმა არქიტექტურამ კი თავისი ადგილი მსოფლიოს არქიტექტურულ რუკაზე. კიკუტაკეს ვიზიონერული პროექტები — ცაში, ოკეანის ზედაპირზე და ხელოვნურ მიწებზე დაპროექტებული მეგასტრუქტურები — ომის შემდგომი იაპონიისთვის ახალი ჰორიზონტების შექმნის მცდელობა იყო.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება