კინჩხის ჩანჩქერი, ოკაცეს ჩანჩქერიჩანჩქერი საქართველოში, ხონის მუნიციპალიტეტში.[1] მდებარეობს სოფელ კინჩხაფერდის მიდამოებში, ზღვის დონიდან 843 მ სიმაღლეზე.[2] წარმოადგენს მდინარე საწისქვილოს ხეობაში, ასხის მასივის აღმოსავლეთ ქარაფიდან სამ საფეხურად გადმომავალ ჩანჩქერების კასკადს. ზედა ორი საფეხური მდინარე საწისქვილოს მარჯვენა შენაკადზეა წარმოქმნილი, პირველის სიმაღლე დაახლოებით 25 მ-ია, ხოლო მეორე ჩანჩქერის სიმაღლე 70 მ-მდე აღწევს. ნაკადის მდინარე საწისქვილოსთან შეერთების შემდეგ 20 მ-ში წარმოიქმნება კასკადის მესამე დაახლოებით 35 მ სიმაღლის საფეხური. ბუნების ძეგლია; ყველაზე ახლომდებარე მსხვილი დასახლებული პუნქტია ქალაქი ხონი.[2]

კინჩხის ჩანჩქერი
კოორდინატები: 42°29′44″ ჩ. გ. 42°33′01″ ა. გ. / 42.495639° ჩ. გ. 42.550528° ა. გ. / 42.495639; 42.550528
მდებარეობა საქართველოს დროშა საქართველო
ტერიტორიული ერთეული ხონის მუნიციპალიტეტი
სიმაღლე 70 
ტიპი კასკადური
კინჩხის ჩანჩქერი — საქართველო
კინჩხის ჩანჩქერი
კინჩხის ჩანჩქერი — იმერეთის მხარე
კინჩხის ჩანჩქერი

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება