კინოცენტრი „ნიზამი“
კინოცენტრი „ნიზამი“ (აზერ. Nizami Kino Mərkəzi) — კინოთეატრი, რომელიც აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში მდებარეობს, ბულბულის გამზირზე და გამოჩენილი პოეტის ნიზამი განჯევის სახელს ატარებს. თეატრის შენობა 1934 წელს აშენდა. შენობის არქიტექტორები არიან სადიქ დადაშევი და მიქაელ ჰუსეინოვი[1][2].
კინოცენტრი „ნიზამი“ აზერ. Nizami Kino Mərkəzi | |
---|---|
მდებარეობა | აზერბაიჯანი, ბაქო |
არქიტექტორი | სადიქ დადაშოვი, მიქაილ ჰუსეინოვი |
ტიპი | კინოთეატრი |
სტილი | კონსტრუქტივიზმი |
თარიღდება | 1934 |
2011 წლის ნოემბერში კინოთეატრ „ნიზამის“ შენობა კაპიტალური რემონტისა და რეკონსტრუქციის შემდეგ გაიხსნა. გახსნის ცერემონიას აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი და მისი მეუღლე მეჰრიბან ალიევა დაესწრნენ[3].
შენობის ფოიეში განთავსებულია სტენდები კინოს ისტორიის ამსახველი ფოტოებით.
პირველ სართულზე განთავსებულია ორი კინოდარბაზი 50 და 80 ადგილიანი, მეორე სართულზე არის დიდი კინოდარბაზი 500 ადგილიანი, ხოლო მეხუთე სართულზე არის VIP კინოდარბაზი 24 ადგილიანი. ასევე კინოთეატრის პირველ სართულზე არის საცალო ვაჭრობის ჯიხურები, მეორეზე კაფე, მეოთხეზე კაფე-კლუბი და პრესცენტრი, მეხუთე და მეექვსე სართულებზე 250 ადგილიანი რესტორანი და ადმინისტრაციული ფართი.
რესტორნის ჭერი მექანიკურად იხსნება და იხურება წელიწადის დროის მიხედვით[3]. კინოს შენობის ფრონტონზე ნიზამი განჯავის ძეგლია დამონტაჟებული.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Azerbaijan (англ.) / Edited by Jonathan M. Bloom and Sheila Blair. — The Grove Encyclopedia of Islamic Art and Architecture. — Oxford University Press, 2009. — Vol. 2. — P. 239. — 513 p. — ISBN 9780195309911.
- ↑ Дадашев Садых Алекпер оглы // Популярная художественная энциклопедия / Под ред. Полевого В. М.. — М.: Советская энциклопедия, 1986.
- ↑ 3.0 3.1 Ильхам Алиев принял участие в открытии здания бакинского кинотеатра «Низами» после капитального ремонта и реконструкции