კინკანი
კინკანი, კუმკვატი[1] (ლათ. Fortunella) — მარადმწვანე ხეების და ბუჩქების გვარი ტეგანისებრთა ოჯახისა. მჭიდროდ დატოტვილი, 2-3 მ სიმაღლის მცენარეა.
კინკანი | |||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
Fortunella margarita | |||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||
| |||||||||
ლათინური სახელი | |||||||||
Fortunella | |||||||||
|
აქვს ვიწრო და წვეტიანი ფოთოლი, თეთრი ყვავილი, წვრილი (2 სმ-მდე დიამეტრის), მოტკბო-მომჟავო ნაყოფი. ყვავილობს ივლისში, ნაყოფი იანვარ-თებერვალში მწიფდება. მისგან ამზადებენ მურაბას, იყენებენ საკონსერვო წარმოებაში და დეკორატიული მიზნით.
საქართველოში გავრცელებულია „ნაგამი“, რომელიც დეკემბერში იკრიფება და კარგად ინახება, იჭმება კანიანად.
ლიტერატურა
რედაქტირება- ლეკვეიშვილი ი., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 521.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ კინკანი ანუ კუმკვატი – ნარინჯოვანთა ჯგუფის მარადმწვანე მცენარე. აგროკავკასია (10 სექტემბერი, 2020). ციტირების თარიღი: 17 მარტი, 2021